სიონი-ჩერნომორეცი 0:1 - გამოუყენებელი მომენტებით

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონი" თურქულ შეკრებაზე უკრაინის ჩემპიონატის უმაღლესლიგელ ოდესის "ჩერნომორეცს" დაუპირისპირდა და მინიმალური ანგარიშით, 0:1 დამარცხდა.

ბოლნისური კლუბის ოფიციალური საიტის თანახმად, დამაჯერებლად ჩაატარა მთელი მატჩი მეკარე ნანიევმა, რომელმაც რიგ ეპიზოდებში კარი კარგად დაიცვა. მომენტები ჰქონდა ბოლნისელთა ბომბარდირ დიმიტრი ტატანაშვილს, რომელმაც პირველ ტაიმში, ერთი-ერთზე სამი მომენტი ვერ გამოიყენა.

"მეზღვაურთა" ოფიციალური საიტის ცნობით, ეს ერთადერთი გოლი მე-60 წუთზე ბარილკომ გაიტანა. "ჩერნომორეცის" შემადგენლობაში ითამაშა ქართველმა მცველმა გიორგი გადრანმა.

"სიონის" შემადგენლობა კი ასეთი იყო: ნანიევი, საჯაია, სვანიძე, კილასონია, გურეშიძე, გოგინაშვილი, გოგობერიშვილი, რაზმაძე, გვალია, მანჯგალაძე, ტატანაშვილი;
შეცვლაზე: უგულავა, ისიანი, შალამბერიძე, მესხი, ოთარიშვილი, ფოფხაძე, კობახიძე, გაგნიძე.

ვარლამ კილასონიას გუნდი მეოთხე ტესტ-მატჩს 11 თებერვალს, დანიური “ოლბორგის” წინააღმდეგ გამართავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ყოჩაღ სიონის ხელმძღვანელობას კარგი სპარინგები დაუგეგმია. სხვა ქართული კლუბების მსგავსად ქვედალიგელ გუნდებს არ ეთამაშებიან.
georgian
16:16 10-02-2016
0

სიახლეები პოპულარული