რატომ გადაწყვიტა მან ამ გუნდის დატოვება და საქართველოში ჩამოსვლა? ამაზე პოლტავცევი "ლელოს" ელაპარაკა:
- რა დასამალია და, უკრაინის ჩემპიონატის მე-3 ადგილზე მყოფი გუნდის მოთამაშე საქართველოში რომ ჩამოვიდა, ბევრს გაუკვირდა...
- "ზორიაში" სათამაშო პრაქტიკა არ მქონდა. ამ დროს დამიკავშირდა "გურიას" გენერალური დირექტორი
სკამზე ჯდომით მეკარე ვერ გაიზრდება და რატომაც არა?! ამიტომაც დავთანხმდი, მით უფრო, რომ "გურიას" წინაშე სერიოზული ამოცანები დგას. პირდაპირ ვამბობ, რომ ჩამოსვლის მიზეზი ეს არის - მე აქ თამაში მინდა!
- "ზორიაში" რატომ არ გქონდათ შანსი?
- იქ უკრაინის ნაკრების მეკარე ნიკიტა შევჩენკო თამაშობს, ძალიან კარგ სეზონს ატარებს და რეალურად, მისი ჩანაცვლება არაეალურად მეჩვენებოდა...
სხვათა შორის, ახლახან, მეორე შევჩენკოც მოიყვანეს, ოლექსეი - გორის "დილაში" რომ თამაშობდა...
- ჩამოსვლამდე საქართველოს ჩემპიონატსა და კლუბებზე ვინმეს რჩევა და აზრი ჰკითხეთ?
- ჯაბა ლიპარტიას ვკითხე. მან მირჩია, წამოვსულიყავი.
- ქართული გუნდების დადებით და უარყოფით მხარეებზე რა აზრი ჩამოგიყალიბდათ?
- აქ ინდივიდუალურად ძლიერი ბიჭები თამაშობენ. მინუსებზე კი პირველი ორი ტურის შემდეგ ვილაპარაკოთ...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"