ვიქტორ დემიდოვი: ჩვენი მიზანი ლანჩხუთელი ქომაგის გახარებაა

AutoSharing Option
გაზეთი "ლელო" ლანჩხუთის "გურიის" ახალ მთავარ მწვრთნელს, 52 წლის ვიქტორ დემიდოვს სამუშაოდ საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებსა და გუნდში მიმდინარე პროცესებზე ესაუბრა.

დემიდოვი ტაჯიკეთში დაბადებული რუსი სპეციალისტია პროფლიცენზიით. "გურიამდე" ის სანკტ-პეტერბურგის "დინამოს" მწვრთნელი იყო...

- ბოლო წლებში საქართველოში რუს მწვრთნელს არ უმუშავია. "გურიაში" როგორ მოხვდით?
- წინადადებები რუსეთიდანაც მქონდა, მაგრამ "გურია" ცნობილი კლუბია, თანაც, ამბიციები აქვს და უმაღლეს ლიგაში თამაშობს. ამიტომ ეს ჩემთვის უფრო საინტერესო წინადადება იყო.

თანაც, სულ მსურდა, რომ მემუშავა ქვეყანაში, რომელსაც ადრე "საბჭოელ ბრაზილიელებს" უწოდებდნენ. მესმის, დრო გადის და
ბევრი რამ იცვლება, ქართული ფეხბურთიც ძველ სიმაღლეზე აღარ არის, მაგრამ ეს ინტერესი მაინც მქონდა.

- როგორც ვიცით, ქართველებთან გიმუშავიათ...
- დაუგავპილსის "დაუგავაში" ჩემთან ბევრი ქართველი იყო - ხუმარაშვილი, ცინცაძე, ჯანიაშვილი, ჩიხრაძე... კარგი ბიჭები არიან და ევროპის ლიგაზეც გავიდნენ.

- საკადრო საკითხებზე რას გვეტყვით?
- ბევრი მოთამაშე გავსინჯეთ, მაგრამ სელექცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. საკონტროლო შეხვედრების შემდეგ თითოეული ფეხბურთელის შესაძლებლობებს ვაანალიზებთ. ჩვენი მიზანია, ძლიერი გუნდი ჩამოყალიბდეს და ლანჩხუთელი გულშემატკივრები გავახაროთ. ამისთვის კი გაძლიერება გვჭირდება.

- ფინანსები ამის საშუალებას მოგცემთ?
- ფინანსურ საკითხებზე ვერაფერს გეტყვით. რა თქმა უნდა, დღევანდელ ფეხბურთში ფული ძალიან ბევრს წყვეტს, მაგრამ... ყოველთვის - არა.

- ქართულ გუნდებს შეხვდით და საინტერესოა, რომელიმე თუ მოგეწონათ...
- "ცხინვალი" და "სამტრედია" მომეწონა. მათ საკმაოდ კარგი შემსრულებლები ჰყავთ. თანაც, ახლა მოსამზადებელი ეტაპია, ეს გუნდები კიდევ უფრო მოუმატებენ და დარწმუნებული ვარ, საინტერესო ჩემპიონატში ვიმუშავებ. ჩვენ კი უფრო უნდა მოვუმატოთ და მათ ღირსეულად ვეთამაშოთ.

- ამ შემადგენლობით ეს შესაძლებელია?
- დიახ, რადგან რაც ვნახე, ცუდი შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს. დღეს ყველას "ბარსელონა" მოგვწონს. მას არა მხოლოდ კარგი ინდივიდუალისტები ჰყავს, არამედ გამოარჩევს გუნდურობა, სინქრონულობა, ბურთის კონტროლი და ართმევა, შემტევი ფეხბურთი... მაგრამ ყველას ავიწყდება, რომ ასე კარგად ეს მხოლოდ "ბარსელონას" ეხერხება, "რეალსაც" კი არ გამოსდის და მისი ბრმად მიბაძვა არავის არგებს. ამიტომ ჩვენ ის ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რისი პოტენციალიც გვაქვს.

* * *
ვიქტორ დემიდოვს 80-იანი წლების თბილისის "დინამოს" მცველი მალხაზ არზიანი დაეხმარება. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა რუსეთში და საქართველოში "გურიის" მიწვევით დაბრუნდა.

"ჩემი ვაჟი, ზურა არზიანი, 15 წლიდან რუსეთში წავიდა და მეც იქით გადავედი. ახლა კი, ლანჩხუთში რომ მომიწვიეს, მუშაობას სიამოვნებით დავთანხმდი.

კარგი გუნდის გაკეთება გვინდა. იმედია, ახალი "გურია" იმაზე ნაკლები არ იქნება, რაც საბჭოთა კავშირის არსებობის ბოლო წლებში იყო. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი იმედი მაქვს".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რევოლუცია გრძელდება - ლანჩხუთის "გურია" ევროთასებს უმიზნებს!
მკითხველის კომენტარები / 9 /
80 გურია მარტლსც სერიოზული გუნდი იყო.ცნობისტვის გადაავლეტ ისტორიას ტვალი .სპარტაკს და კიევის დინამოსაც კი უგებდა.
bubu
11 თებერვალი 2016 22:15
0
Aქ რომ გამოდიხარტ და უაზროტ აკომენტარებტ კარგატ გაეცანიტ გურიას მიგცევებს.რა ბოგმიანი კომენტარებია რა მოგდიტ.მე კარგატ მახსოვს 80 ცლების გურია.
bubu
11 თებერვალი 2016 22:07
0
გიგა და -ს ვისი ბიჭი ხარ ბიძიკო?.. კეკელას თუ მაროს... ლანჩხუთის გურიის გაძლიერება ძმებო დინამოს გაძკიერებაცაა და ზოგადად ქართული ფეხბურთის!!! ვინმემ ითავოს და ფონდი შევქმნათ ჩვენი ეროვნული ჩემპიონატის და 1-2 ლარი არავის არ გააღარიბებს,ვისაც სურვილი ექნება. და გულშემატკივრები შევინახავთ ბოლო ბოლო ჩვენს გუნდებს!!!
torino
11 თებერვალი 2016 21:26
0
იმენა ბარსელონა იყო))))))))) რა გურია, რა ჩაი, ხო არ გადაობთ:)))
koko-s
11 თებერვალი 2016 19:43
0
გურია ძაან სერიოზული გუნდი იყო იმ დროს,უმაღლეს ლიგაში სხვანაირად ვერ ითამაშებდა ,ცნობისთვის გიგაა...
ოხ ...
11 თებერვალი 2016 19:15
0
გიგა რომელ წლიანი ხარ?
ოხ ...
11 თებერვალი 2016 19:13
0
გიგას...რაიმე გაგიგია საბჭოთა კავშირის დროინდელი გურიისა და მისი წარმატებების შესახებ? თუ რა თქმა უნდა 12 წლის ბავშვი არ ხარ რომელმაც მხოლოდ დინამო თბილისი იცის და მისი წარმატება 1981 წელს...
koko
11 თებერვალი 2016 17:40
0
გურია ცნობილი კლუბია :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D :D

ვაიმე აღარ შემიძლია :D
giga
11 თებერვალი 2016 16:48
0
ძლიერი ლეგიონერები ჩემპიონატს გააძლიერებს გურიამ კარგი მაგალითი მისცა სხვა გუნდებს,იმედია მცირე ხნიანი პროექტი არ იქნება.სტადიონიც უნდა მოაწესრიგონ.
bebeto
11 თებერვალი 2016 16:23
0

სიახლეები პოპულარული