თამაშის დასაწყისი თანაბარი იყო, მერე კი "დილა" გოლს გადაურჩა. დანიელთა ფორვარდის დარტყმული ბურთი ქართველთა კარის ძელს მოხვდა. გორელების პასუხი მყისიერი იყო - მარცვალაძის დარტყმას მეტოქის მეკარე ადგილზე დაუხვდა.
მე-13 წუთზე გატანის რეალური შანსი ჰქონდა მაშუკოვს. მის მიერ ახლო მანძილიდან დარტყმული ბურთი დანიელთა კარს ასცდა. პირველი ტაიმის შუაში ერისთავის სოლოს შემდეგ მოწინააღმდეგის კარის
28-ე წუთზე დანიელებმა ანგარიში გახსნეს. ეს სტანდარტულიდან, საჯარიმოში ჩაწოდების შემდეგ მოახერხეს. 35-ე წუთზე "ვენდსისელის" უპირატესობა გაიზარდა - საჯარიმოში ჩაწოდება, კიდევ ერთი თავური და 0:2.
პირველი ტაიმი ამ ანგარიშით დასრულდა. მეორე ნახევარი გორელებმა აქტიურად დაიწყეს. გოგუას გადაცემის შემდეგ ბურთი ოთარ მარცვალაძემ კარის ძელს გაარტყა. შესანიშნავი საგოლე შანსები ვერ გამოიყენეს ფალავანდიშვილმა და ერისთავმა.
მერე იყო მარცვალაძის მორიგი მომენტი და გაძევება "ვენდსისელის" შემადგენლობაში. გორელებმა მოწინააღმდეგეს უფლება მისცეს, თამაში სრული შემადგენლობით გაეგრძელებინა.
მეორე ნახევარი გორელთა სრული უპირატესობით წარიმართა. ისინი გოლს იმსახურებდნენ და გაიტანეს კიდეც. 73-ე წუთზე მინდვრის ცენტრში ბურთი ოთარ მარცვალაძემ მიიღო, 6 (!) დანიელი მოატყუა, მეკარეც მიაყოლა და ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა.
მატჩის ბოლოს გუნდებმა სახიფათო მომენტები გაცვალეს. ჯერ ორჯერ აარიდა საფრთხე გუნდს სამარქაფო მეკარე ლეგაშვილმა, მერე კი კიდევ ერთმა სათადარიგომ, კვირკვიამ ვერ შეაგდო.
როგორც ხედავთ, "დილას" შემადგენლობაში ითამაშა გოგიტა გოგუამ, ვისაც ყაზახურ "ირტიშში" გადასვლას უწინასწარმეტყველებენ. აქვე ვთქვათ, რომ უჩა სოსიაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა რამდენიმე ფეხბურთელი სხვადასხვა მიზეზის გამო მოისაკლისა.
"დილა" (სასტარტო): მუჯრიშვილი, ლომიძე, სამხარაძე, გოგუა, ფალავანდიშვილი, ელიაური, ნონიკაშვილი, საბაძე, ერისთავი, მაშუკოვი, მარცვალაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"