"დინამო" - "კარპატი": გიორგი ქვილითაიას ისევ გააქვს, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
თურქულ შეკრებაზე მყოფმა თბილისის "დინამომ" დღეს თავისი ბოლო საკონტროლო შეხვედრა ბუბა დაუშვილის ლვოვის "კარპატის" წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა და, საბოლოოდ, ფრედ 3:3 დასრულდა.

თბილისელთაგან პირველ ტაიმში თავი ორჯერ გიორგი ქვილითაიამ გამოიჩინა, მეორე ტაიმში კი ერთი გოლი საბა ლობჟანიძის ანგარიშზეა.

ამრიგად, "დინამომ" თურქული შეკრება 4 გამარჯვებითა და 1 ფრით დაასრულა. მომდევნო შეხვედრას "დინამო", 19 იანვარს, უკვე საქართველოს უმაღლესი ლიგის ფარგლებში სტუმრად "საპოვნელასთან" გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
სათაურის და სტატიის კავშირი მიხვდით ვინმემ? ანუ მაგრამ დინამომ ვერ მოიგოო? :)))
irakli Apkhaidze
13:45 14-02-2016
0
მეკარემ საზიზღრად ითამაშა რა იყო ეს ?!
dato
18:07 14-02-2016
0

სიახლეები პოპულარული