ქუთაისის "ტორპედო" "ზუგდიდს" მარტვილის სტადიონზე უმასპინძლებს

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედოს" მწვრთნელმა ალექსანდრ შტელინმა ეროვნული ჩემპიონატის განახლებამდე რამდენიმე დღით ადრე ინტერვიუ მისცა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდს. უკრაინელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა "ტორპედოს" ბოლო ორ საკონტროლო მატჩზე ("სამგურალთან" და "მეშახტესთან") და ერთი საინტერესო ამბავიც გაამხილა.

"თამაშები და მეტოქეები შემთხვევით არ შეგვირჩევია. მოსამზადებელ ეტაპზე ნასწავლი და ათვისებული ელემენტები ადგილზე უნდა გამოვიყენოთ. შემთხვევით არც საკონტროლო მატჩების დღეები და სპარინგები შევარჩიეთ - ამ გუნდებთან ისეთ წინააღმდეგობას არ ველოდით, როგორც - უმაღლესი ლიგის წარმომადგენლებთან. შეკრების შემდეგ მე-2 და მე-3 დღე ადაპტაციისთვის ყველაზე რთული პერიოდია".

ქუთაისელთა დამრიგებელმა
ერთი საგულისხმო განცხადებაც გააკეთა:

"ხელოვნურსაფარიან მოედანზე შეგნებულად ვითამაშეთ, რადგან პირველი შეხვედრა მარტვილში, "მერანთან", სწორედ ასეთ საფარზე გველის. სხვათა შორის, გამორიცხული არ არის, შემდეგი საშინაო შეხვედრაც იქვე გავმართოთ".

კლუბის პრესატაშე იუზა კაციტაძემ დაადასტურა, რომ ქუთაისელები პირველ საშინაო შეხვედრას მარტვილში გამართავენ და მიზეზებიც განმარტა:

"პირველი შეხვედრა 19 თებერვალს ისედაც მარტვილში, "მერანთან" გველის, მაგრამ "ზუგდიდთან" 23 თებერვლის მატჩიც იქვე გაიმართება.

საქმე ისაა, რომ რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე მოედნის საფარს აკეთებენ. ახლა გუნდი რომ შევიდეს, შესაძლოა, ბალახი დაზიანდეს და ამის გამო არ არის გამორიცხული, კიდევ ერთი საშინაო შეხვედრა (6 მარტს, ბათუმის "დინამოსთან") იქ გავმართოთ. თუმცა ეს ჯერ გადაწყვეტილი არაა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული