გორის "დილას" კარს უზბეკეთში ცნობილი მეკარე დაიცავს

AutoSharing Option
პრაქტიკულად,  გადაწყვეტილია, რომ საქართველოს მოქმედი ჩემპიონის, გორის "დილას" კარს 28 წლის უზბეკი კიპერი ალიშერ აჰმედოვი დაიცავს.

კლუბსა და ფეხბურთელს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია. აჰმედოვი გორში დღეს ჩავა და სეზონის განახლებისთვის სამზადისს შეუერთდება.

აჰმედოვი უზბეკეთში ცნობილი მეკარეა. მას ამ ქვეყნის რამდენიმე გუნდში უთამაშია და თავის დროზე ქვეყნის საუკეთესო მეკარეც ყოფილა. შეგახსენებთ, რომ ზამთარში "დილა" უკრაინელმა გოლკიპერმა ოლეკსეი შევჩენკომ დატოვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
საკვირველია რომ დილამ უზბეკ მეკარეზე უკეთესი მეკარე ჩვენში ვერ ნახა.
gverda
12:00 18-02-2016
0
საქართველოში მაქსიმუ 5-6 მეკარეა ვინც უმაღლეს ლიგას აკმაყოფილებს , და საერთო ჯამში საქართველოში 10-ზე მეტი არ იქნება ეს ლორიით , მაკარიძეთი და რევიშვილის ჩათვლით . უმაღლესში კიდე 16 გუნდია ანუ მინიმუმ 32 მეკარე სჭირდებათ ნორმალური კვალიფიკაციის .
iozef
13:15 18-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული