საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2 - იყო თუ არა პენალტი? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ზესტაფონის "დავით აბაშიძეზე" ეროვნული ჩემპიონატი დაბრუნდა, ოღონდ ჯერ - საფეხბურთო კლუბ "ზესტაფონის" გარეშე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ამ კლუბთან სამთვიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და დავით აბაშიძის სახელობის სტადიონისა და "ზესტაფონის" ბაზის ერთ-ერთი მოედნის გამოყენების უფლება მიიღო. სწორედ ამ ხელშეკრულების ფარგლებში, 28 მარტს საქართველოსა და უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებთა ამხანაგური შეხვედრა სწორედ ამ არენაზე გაიმართება...

ამ სუსხიან ზამთარშიც კი ზესტაფონის მოედნის საფარი იდეალურ მდგომარეობაშია. ფეხბურთის ფედერაციამ სტადიონი იმიტომ იქირავა, რომ უსტადიონო გუნდებს დაეხმაროს - კარგ მოედანზე მატჩების გამართვა ხომ თამაშის ხარისხზე
დადებითად აისახება.

სწორედ ამ თანამშრომლობის შედეგად გადაწყდა ისიც, რომ თერჯოლის "საპოვნელა", რომელიც პირველი წრის მატჩებს ქუთაისში ატარებდა, მაისამდე მეტოქეებს "დავით აბაშიძეზე" მიიღებს...

განახლებულმა "საპოვნელამ" თბილისის "დინამოს" დიდი წინააღმდეგობა გაუწია და ქულის მოპოვებაც შეეძლო. დასაწყისში თბილისელები აქტიურობდნენ: უჩა ლობჟანიძის ჩაწოდებების შემდეგ თავის გამოჩენა სამჯერ შეეძლო ნიკა გელაშვილს, მაგრამ ეროვნული ნაკრების თავდამსხმელს სიზუსტე დააკლდა.

21-ე წუთზე თერჯოლელთა შემტევმა ჯაბა დვალმა მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი მაკარიძე, რომელიც წაიქცა და შანსი ვერ გამოიყენა. ტაიმის ბოლოს, დინამოელმა ვახტანგ ჭანტურიშვილმაც სახიფათოდ დაარტყა და მეკარე გიორგი სომხიშვილმა ბურთი კუთხურზე მოიგერია.

მთავარი მოვლენები მეორე ნახევარში განვითარდა. მართალია, "საპოვნელა" გაძლიერდა, მაგრამ სათანადო მობილიზება დინამოელებმაც ვერ მოახერხეს - თურქეთში გამართული სპარინგების შემდეგ მაყურებელი ქართული საკლუბო ფეხბურთის ფლაგმანისგან უკეთეს თამაშს ელოდა. "საპოვნელა" კი დაცვაში ყურადღებით თამაშობდა და საერთოდაც, ზვიად ჯელაძის გუნდმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა.

თერჯოლელებმა თამაში მას შემდეგ გაამწვავეს, რაც მოედანზე გიორგი ტყეშელაშვილი და გიორგი ბუხაიძე გამოჩნდნენ. 67-ე წუთზე "დინამოს" კართან სახიფათო ჯარიმა სწორედ პირველის წაქცევისთვის დაინიშნა. ბურთთან ვეტერანი თენგიზ ჩიკვილაძე მივიდა და "საპოვნელა" ულამაზესი დარტყმით დააწინაურა - 1:0.

ვეტერანმა ალექსანდრე იაშვილმა შეუცვლელად ითამაშა და სტუმართა შორის საუკეთესოც იყო, მაგრამ "დინამო" დამაჯერებლად ვერ უტევდა. ამიტომ თბილისელთა დამრიგებელმა იურაი იარაბეკმა გელაშვილი გიორგი ქვილითაიათი შეცვალა, ამ უკანასკნელის გოლის შემდეგ კი მოედანზე მესამე ფორვარდი - ბაჩანა არაბულიც შეუშვა. ისინი თამაშში კარგად ჩაერთვნენ და შეტევა გააძლიერეს.

79-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს: იაშვილმა მეტოქის საჯარიმოში ჩაჰკიდა ბურთი, რომელიც კარისკენ ცუდად გაგზავნა რენე ფერეირამ. შედეგს ვერც ჯაბა ჯიღაურის თავურმა მიაღწია, მაგრამ მეკარის საჯარიმოში შექმნილი ამ არეულობით ქვილითაიამ ისარგებლა - 1:1.

მატჩის ბოლო წუთები დრამატულად წარიმართა. ძირითადი დროისთვის დამატებულ მე-4 წუთზე, "საპოვნელას" საჯარიმოში ოთარ კიტეიშვილი შეიჭრა და მეტოქის კაპიტან დავით ოდიკაძესთან შეჯახების შემდეგ წაიქცა. არბიტრმა ჯენერი ხორავამ პენალტი დანიშნა.

ერთი შეხედვით, კონტაქტი მართლაც იყო, მაგრამ მასპინძლები მიიჩნევდნენ, რომ ხორავამ მიკერძოებული გადაწყვეტილება მიიღო, კიტეიშვილი კი სიმულაციისთვის უნდა გაეფრთხილებინა...

ასე იყო თუ ისე, გადაწყვეტილება, ცხადია, არ შეცვლილა და პენალტი იაშვილმა შეასრულა - მეკარე სომხიშვილმა ბურთი მოიგერია, ჯიღაურმა კი დამატებაზე გაიტანა, თუმცა სასტვენამდე თერჯოლელთა ორი ფეხბურთელი საჯარიმოში შევარდა და არბიტრმა გოლი არ ჩათვალა. "დინამოს" კაპიტანმა პენალტი მეორედ დაარტყა - ამჯერად, უკვე ზუსტად და თავისიანებს გამარჯვება მოუტანა.

თერჯოლელები პენალტს მატჩის შემდეგაც აპროტესტებდნენ, რის გამოც მსაჯებს მოედნის დასატოვებლად გარკვეული დრო დასჭირდათ. საბედნიეროდ, ინციდენტი ზღვარს არ გასცდენია.

საქართველოს ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. II წრე. XVI ტური
19.02. ზესტაფონი. "დავით აბაშიძე"
საპოვნელა-დინამო (თბ) 1:2
გოლები: 1:0 ჩიკვილაძე (67), 1:1 ქვილითაია (79), 1:2 იაშვილი (90+4-პენ)
საპოვნელა: სომხიშვილი, ოდიკაძე, ლ. ჭელიძე, ჩიკვილაძე, ვაჭარაძე - შარიქაძე, ნარიმანიძე - მაკარიძე (64. ტყეშელაშვილი), მიქაბერიძე, ბოლქვაძე - ჯ. დვალი.
სათადარიგოები: ა. გიორგაძე, ბანძელაძე, ბერუაშვილი, ენდელაძე, ბიბილეიშვილი
მწვრთნელი: ზვიად ჯელაძე
დინამო: ჰრდლიჩკა - უ. ლობჟანიძე, ამისულაშვილი, რენე ფერეირა, გ. გურული (75. არაბული) - ჯიღაური, ცინცაძე, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი, ა. იაშვილი, გელაშვილი (55. გ. ქვილითაია).
სათადარიგოები: ბეგაშვილი, ს. ლობჟანიძე, გველესიანი, ჭელიძე
მწვრთნელი: იურაი იარაბეკი
გაფრთხილება: მაკარიძე (17), შარიქაძე (25), ჭანტურიშვილი (73)
არბიტრი: ჯ. ხორავა.

ბომბარდირები:
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
გ. ქვილითაია (დინამო (თბ) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო (ბთ) 10
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 10

XVII ტური
23 თებერვალი, სამშაბათი
გურია-შუქურა
დინამო (თბ)-ლოკომოტივი
ტორპედო-ზუგდიდი
დინამო (ბთ)-დილა
სამტრედია-საპოვნელა
სიონი-კოლხეთი
ცხინვალი-მერანი
ჩიხურა-საბურთალო.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
araperi gansakutrebuli ar momxdara yvelgan cdebian msajebi an kamatoben shemdeg iyo tuara pelalti.aris momenti roca wesebis tanaxmat shudzlia dados ver sheedavebi rom miudga an ar dados es msajis sapexburto midgomazecaa.ratqmaund arealur dasadebs ar vgulisxmob roca ashkaraa.amitom dramatizirebe naklenad chirdeba isedac chvens sawyl chempionats.rac sheexeba dimnamos unda gaxds chempioni es aucilebelia evro turnirze upatrono gundi gamgeblis imedad verasdros gava amtom nu gvwyins es.xolo sapovnelas madloba rom ar dautmo araperi dinamos
lasha
17:19 22-02-2016
0
7 წუთი არ დაუმატებია 4 დაამატა და პენალი დამატებულ მე- 3 წუთზე დაინიშნა, უბრალოდ პენალის გამეორებამ წაიღო დრო,ისიც საპოვნელას ფეხბურთელი დროზე ადრე შევარდა საჯარიმოში და მაგიტომაც გაამეორებინა დარტყმა,თუ მსაჯი დინამოს მხარეს იყო პირველივე შემთხვევაში ჩათვლიდა გოლს, რაც შეეხება პენალს კონტაკტი ნამდვლად იყო როგორც კადრში ჩანდა, მანამდეც იყო 2 საეჭვო მომენტო როცა შეეძლო მსაჯს პენალის დანიშვნა საპოვნელას კარში, დინამომ ცუდად ითამაშა მაგრამ მანდ მსაჯის დახმარებაზე ლაპარაკი ზედმეტია
დდ
16:50 22-02-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული