გიორგი ფოფხაძე: ასეთ უსამართლობაზე ბიჭები გატყდნენ და "დინამოსთან" ამიტომაც წავაგეთ

AutoSharing Option
ბოლო ერთ კვირაში, თბილისის "ლოკომოტივი" საგრძნობლად გაძლიერდა. სეზონის დაწყებამდე, გუნდში საქართველოს ნაკრების კანდიდატი ბაჩანა ცხადაძე დაიმატეს.

"დინამოსთან" თბილისურ დერბიში კი ლოკომოტიველთა შორის კიდევ ერთი ახალწვეული ვიხილეთ - გიორგი ფოფხაძე, რომელიც ბოლოს ალბანურ "ფლამურტარიში" თამაშობდა, საქართველოს ნაკრების მაისურა კი 12-ჯერ მოირგო.

"ალბანეთიდან წამოსვლის შემდეგ, უგუნდოდ ვიყავი და რაღაც ვარიანტებს მთავაზობდნენ. სხვათა შორის, ერთ-ერთი - ტაილანდიც იყო... ბოლოს ლექსო თოფურია დამელაპარაკა, გავიგე, რომ "ლოკომოტივის" გაძლიერებას აპირებს და დავინტერესდი.

მერე გუნდის ბაზა ვნახე და ძალიან მომეწონა. ბევრ ქვეყანასა და კლუბში ვყოფილვარ - "ოლიმპიაკოსში",
"შტურმში", "ბაქიში", "იაგელონიაში" და არ მეგონა, თუ რამე გამაკვირვებდა. ასეთი ბაზა ბევრ ქართულ გუნდს რომ ჰქონდეს, ჩემპიონატის დონე აუცილებლად აიწევდა.

სხვათა შორის, როგორც შევნიშნე, ახლა გუნდები გარდამავალი ჩემპიონატისთვის ემზადებიან და ამიტომაც ძლიერდებიან. ესეც დამატებითი სტიმული იყო", - ამბობს ფოფხაძე.

ფოფხაძე თბილისის "დინამოსთან" მატჩზეც გველაპარაკა:

"გაოცებული დავრჩი, როგორ დაცემულა ჩვენი ჩემპიონატის დონე. 3 თვე უგუნდოდ ვიყავი და ტონუსის შენარჩუნებას ვაკის პარკში სირბილით ვცდილობდი. ასე მოუმზადებელმა ვითამაშე თბილისის "დინამოსთან" და წარმოიდგინეთ, მეორე ტაიმის ბოლომდე მაინც გავძელი.

მაგრამ უფრო მეტად გული მსაჯობამ დამწყვიტა. წაგებას არ ვიმსახურებდით, არბიტრმა კი ნიკა ჭანტურიაზე პენალტი არასწორად დანიშნა. იქვე ახლოს ვიყავი და დავინახე, რომ ნიკას ბურთი ხელში კი არა, სახეში მოხვდა...

1:0-ს ვიგებდით, ასეთ უსამართლობაზე კი ბიჭები გატყდნენ და ამიტომაც წავაგეთ. უნდა გენახათ, გასახდელში რა დღეში ვიყავით... მსაჯიც იქ უნდა ყოფილიყო და მიხვდებოდა, რამხელა შეცდომა დაუშვა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
მერე , ადექი და დაგვიმტკიცე შენი სიძლიერე შვილო. ჩვენთან კახეთში ამბობენ: "კაი ქვა კედელს არ გამოსძვრებაო";
levani kaxeti
20:17 25-02-2016
0
მერე , ადექი და დაგვიმტკიცე შენი სიძლიერე შვილო. ჩვენთან კახეთში ამბობენ: "კაი ქვა კედელს არ გამოსძვრებაო";
levani kaxeti
20:17 25-02-2016
0

სიახლეები პოპულარული