ზაზა დოლიძე: თავის ნებაზე და ხუშტურებზე ფონდის სახსრებს ვერავინ განკარგავს

AutoSharing Option
სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზაზა დოლიძემ სახელმწიფო სამსახური დატოვა და ფეხბურთის განვითარების ერთიან ფონდს ჩაუდგა სათავეში. რუსთავის "მეტალურგის" ყოფილი დირექტორი ფეხბურთში უცხო კაცი არ არის და როგორც ამბობს, იცის, რა უნდა და რის მიღწევას ცდილობს...

- სახელმწიფო სამსახური ფეხბურთის გამო მიატოვეთ. ადვილი არც ერთი სამსახური არ არის, მაგრამ ფეხბურთში ხომ უამრავი პრობლემაა და აქ დიდი ომი გელით. გიღირდათ ეს თავის ატკივებად?
- ჯერ იმას ვიტყვი, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა
და მიმაჩნია, რომ სერიოზულ საქმეს ვაკეთებდი. ჩვენი ოჯახებისა და ადამიანების ჯანმრთელობისთვის ამ სფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. მჯერა, რომ წელიწად-ნახევრის განმავლობაში იქ კარგი საქმეები გავაკეთე და ამიტომ, დამშვიდებული მოვდივარ...

მეორე მხრივ, მართალს ამბობთ, ფეხბურთში უამრავი პრობლემა და სატკივარია. მაგრამ ეს ქვეყნისთვის სხვა მოვლენა და არანაკლებ მნიშვნელოვანი სფეროა. ფეხბურთი ძალიან მიყვარს, ზუსტად ვიცი მეც და ახლახან ჩამოყალიბებული მენეჯერების მთელმა გუნდმა, რა გვინდა და რის მიღწევას შევეცდებით. გუნდში ვგულისხმობ ფეხბურთის ფედერაციასა და სპორტის სამინისტროს, მთავრობას, რომლებიც 26 წლის განმავლობაში პირველად გაერთიანდნენ.

ზუსტად გავაანალიზეთ პრობლემები, რაც ამ სფეროშია და ის მიმართულებები დავსახეთ, რაც პროგრესს სჭირდება. ფეხბურთის განვითარების პროგრამა ზუსტად იმიტომ დაიწერა, რომ იქ საფეხბურთო ცხოვრების ყველა ასპექტია გათვალისწინებული - დაწყებული ბავშვთა ფეხბურთით, მწვრთნელთა, ფიზმომზადების სპეციალისტებისა და სამედიცინო პერსონალის მომზადებით, დამთავრებული პროფესიული ფეხბურთით - უმაღლესი ლიგის გუნდებით. ეს ქვეყნისთვის იმდენად საინტერესო და მნიშვნელოვანი სფეროა, რომ მიმაჩნია, სახელმწიფომ არანაკლებ მნიშვნელოვანი საქმე მომანდო.

ჩვენი ამოცანაა, ქართულ ფეხბურთს ის სიმაღლე დავუბრუნოთ, რა სიმაღლეზეც ტრადიციულად იდგა.

- ცნობილია, რომ ფონდის ერთ-ერთი ფუნქცია თანხების მონიტორინგი იქნება. ბევრს აინტერესებს: თუ კლუბმა სახსრების დიდი ნაწილი ხელფასებზე გათვალისწინებულზე მეტად დახარჯა, მას რაიმე სანქცია დაუწესდება?
- ჩვენ ეკონომიის ძალიან ეფექტური გზა გვექნება. ვიტყვით, რომ ფონდი, მაგალითად, ამა თუ იმ პროდუქტში ან ხელფასში იხდის ამდენს და ამდენს. მაგალითად, გამოვაცხადებთ ერთიან, კონსოლიდირებული ტიპის ტენდერს და თუ კლუბს აქვს თავისი კერძო შემოსავალი - სპონსორებისგან, ტრანსფერებიდან ან სხვა წყაროდან, შეუძლია ეს თანხა დაამატოს და სასურველი ძვირად ღირებული მოთამაშე ან ფორმა შეისყიდოს. მაგრამ თავის ნებაზე და ხუშტურებზე სახსრებს ვერავინ განკარგავს.

- თავის დროზე, როცა ფარმაცევტული კომპანია PSP-ის თანამშრომელი იყავით, ფეხბურთის ფედერაციას სპონსორების მოზიდვა წვრილი აქციონერებით შესთავაზეთ. ახლა სპონსორების მოზიდვა ფონდის და თქვენი უშუალო მოვალეობა იქნება. იმავე აზრზე ხართ, რომ წვრილ-წვრილი თანხით უფრო მეტი სახსრები შეგროვდება, ვიდრე ერთჯერადი დიდი თანხის მოთხოვნით?
- თქვენ ჩემს ძველ ინტერვიუს იხსენებთ... რა თქმა უნდა, ფონდი დამატებითი რესურსების მოზიდვაზე იმუშავებს. მაგრამ ფეხბურთის ფედერაციასა და ერთიან ფონდს სხვადასხვა ფუნქციები აქვთ. ფედერაცია დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და მხოლოდ მისი გადასაწყვეტია, სასპონსორო სახსრებს როგორ მიიღებს და გადაანაწილებს. ჩვენ კი სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ააიპ-ი ვართ. მას ექნება გამგეობა, რომელშიც შევლენ ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი და მისი, აგრეთვე, ინფრასტრუქტურისა და ფინანსთა მინისტრების პირველი მოადგილეები. ჩვენ მათთან შეთანხმებით უნდა შევქმნათ სხვადასხვა პლატფორმები და პროგრამები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მემგონი მართლა კეთდება რაგაც კარი ქართულ ფეხბურთში ^^
misho
14:36 28-02-2016
0
საიდან დაასკვენი მისჰო დზამიკო სენ ის რომ რაგაც კეტდება? ვინ იცის სინამდვილესი რა ტრიალებს სმის ტავსჰი
bacho
20:47 28-02-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული