ზვიად ჯელაძე თერჯოლის "საპოვნელას" მთავარ მწვრთნელად რჩება

AutoSharing Option
თერჯოლის "საპოვნელას" ხელმძღვანელობამ ზვიად ჯელაძეს გადადგომის განცხადება არ დაუკმაყოფილა. ასე რომ, 42 წლის სპეციალისტი კვლავაც იმერული კლუბის მთავარი მწვრთნელია.

ეს ამბავი 29 თებერვალს კლუბის პრესსამსახურმა გვამცნო.

"საპოვნელა" ჩემპიონატის განახლებას იმედით ხვდებოდა - სამწვრთნელო შტაბი და შემადგენლობა რადიკალურად შეიცვალა. ჯელაძემ გუნდში არაერთი ცნობილი ვეტერანი მიიყვანა - გიორგი სომხიშვილი, დავით ოდიკაძე, ლაშა ჭელიძე, დავით ბოლქვაძე, ალეკო კოშკაძე, ჯაბა დვალი... აგრეთვე, შედარებით ახალგაზრდები - ლევან შარიქაძე, გიორგი მიქაბერიძე, გიორგი ნარიმანიძე, მიხეილ ვაჭარაძე, გიორგი ბიბილეიშვილი...

მაგრამ მეორე წრეში "საპოვნელა" სამივე შეხვედრაში დამარცხდა: თბილისის "დინამოსთან"
(1:2), "სამტრედიასთან" (0:3) და ბოლოს "გურიასთან" (0:2). ახლა გუნდი 8 ქულით ბოლო ადგილზეა.

როგორც ჩანს, "საპოვნელას" ხელმძღვანელობა ჯელაძეს ჯერ კიდევ აძლევს შანსს...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ნუ ჯელადზეს ისეტი ხედვა აქ ალბატ გუცაევი სულაქველიდზე და კიდე ბევრი ვეტერანები /'; მერე მოვიგებო ასე ამბობს ტურმე არ უნდა ამ კაცს ახალგაზრდები
pako
18:35 01-03-2016
0
საერთოდ არა ხართ ღირსი პასუხირომ გაგცეთ,,11-ო..ფეხბურთელების შრომა რომ არ ფასდება თქვენაირად ვინც აზროვებს აი ეგ არისუბედურება,, ვეტერანებს რომ ეძახი ეგ არის შენიუვიცობა,,არცოდნა ფეხბურთის,,ევროპაში რახდება არიცი?
ლუკა
18:19 01-03-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული