ლანჩხუთში, "ევგრაფი შევარდნაძეზე", ადგილობირივმა "გურიამ" მარტვილის "მერანი" მიიღო და უგოლო ფრეს დასჯერდა.
ანგარიში არ გახსნილა არც ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაშიც, სადაც თერჯოლის "საპოვნელამ" ფოთის "კოლხეთს" უმასპინძლა...
შეგახსენებთ, რომ სამ დღეზე გაწერილი ტური ხუთშაბათს, "დინამო" (თბ)-"დილას" დაპირისპირებით გაიხსნა, პარასკევს კი კიდევ ხუთი მატჩი გაიმართა. თავ-თავიანთი მატჩები მოიგეს "დილამ" და "სამტრედიამ", რომლებმაც სატურნირო ცხრილის ლიდერ თბილისის "დინამოსთან", რომელსაც 55 ქულა აქვს, სხვაობა 11 ქულამდე შეამცირეს.
19.03. ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
გურია-მერანი 0:0
19.03. ზესტაფონი. დავით აბაშიძე
საპოვნელა-კოლხეთი 0:0
18.03. სამტრედია. "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-ზუგდიდი 2:0
გოლი: 1:0, 2:0 ლაშა შერგელაშვილი (33, 74).
გაძევება: ვალიკო ტყემალაძე (65, ზუგდიდი).
18.03. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 1:0 დავით ვოლკოვი (2), მიხეილ სარდალიშვილი (72).
18.03. ქობულეთი. "ჩელე არენა"
შუქურა-ლოკომოტივი 2:1
გოლები: 1:0 თორნიკე მოსიაშვილი (15), 2:0 ელგუჯა ლობჟანიძე (22), 2:1 დავით ჩაგელიშვილი (62).
გაცუდებული პენალტი: რატი არდაზაშვილი (68, ლოკომოტივი).
18.03. ბოლნისი. "თამაზ სტეფანია"
სიონი-საბურთალო 0:0
18.03. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
ცხინვალი-ტორპედო 0:0
გაძევება: დავით მაისაშვილი (61, ცხინვალი).
იხილეთ ვიდეო
17.03. თბილისი. დინამო არენა
დინამო თბ-დილა 0:1
გოლი: 0:1 თემურ ღონღაძე (22)
იხილეთ ვიდეო
ასევე იხილეთ:
უმაღლესი ლიგა. XXI ტური: "სამტრედიამ" მოიგო და ისევ მეორეა [VIDEO]
დინამო (თბ)-დილა 0:1 - თავდაყირა დამდგარი ლოგიკა [VIDEO]