12:18 21-03-2016
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0 - უკომპრომისო [VIDEO]
AutoSharing Option
ამ მიზეზთა გამო შემთხვევითობას კი არა, კანონზომიერებას უფრო უნდა მიეწეროს უკვე მე-2 წუთზე გატანილი, მხატვრის შედევრის მსგავსი გოლი (ეს შედარება იმანაც გაგვახსენა, რომ შეხვედრა ფუნჯის დიდოსტატის, ლადო გუდიაშვილის 120-ე დაბადების დღეს დაემთხვა და, სხვათა შორის, საჩხერეში ეს თარიღიც აღინიშნა).
დობროვოლსკის პასით დაწყებული "ხატვა" ნათელი ფერებით შეავსო მუმლაძემ და დიდებული დარტყმით დაასრულა ვოლკოვმა.
ასეთი დასაწყისით ძალაშემატებულმა საჩხერელებმა პირველ ტაიმში ყველა კომპონენტში პირწმინდად დაჩაგრეს ასევე უკომპრომისოდ მებრძოლი მეტოქე. ამიტომაც ვერაფერი შექმნეს ბათუმელებმა ორი მომენტის გარდა და ორივე მომენტში მთავარი ფიგურა ყოფილი ჩიხურელი გაბედავა გახლდათ. მაგრამ ამ ეპიზოდებს მხოლოდ დარტყმებამდე თუ დავარქმევდით "სახიფათოს"...
მასპინძლებს კი მე-4 და 28-ე წუთებზეც შეეძლოთ უპირატესობის რეალიზება - ენუქიძის შორეული "გასროლა" ოდნავ ზუსტი რომ ყოფილიყო, მუმლაძისა კი ოდნავ ძლიერი. იყო სხვა მომენტებიც, მაგრამ დაცვაში კლდესავით მდგომი მიჰაილოვიჩი მეკარე ალავიძის ჩაურევლად აგვარებდა საქმეს.
რადიკალურად არა, მაგრამ საგრძნობლად კი შეცვალეს მდგომარეობა ბათუმელებმა მეორე ტაიმის დასაწყისიდან მთელი 30 წუთის განმავლობაში და 48-ე წუთზე ანგარიშის სიმყიფის გატეხასაც მოახერხებდნენ, რომ არა ქორიძის მიერ ახლოდან დარტყმულზე ჰამზიჩის თავგანწირული და ალღოიანი რეაგირება.
გარდა 53-ე წუთისა, რომელიც კინაღამ გოლით აღნიშნა შეცვლაზე შესულმა მეგრელიშვილმა, ამ მონაკვეთში დომინანტები მთლიანად ზღვისპირელები იყვნენ, თუმცა ჯერ კაშიას, კორიფაძის, ჩიკვაიძის, განუგრავას და სხვათა შეუვალობას წააწყდნენ, შემდეგ კი ისე აიწყვიტა სარდალიშვილმა, ბათუმელები იძულებულნი გახდნენ, უკან დაეხიათ.
მაგრამ ამანაც ვერ უშველათ - რამდენიმე საგოლედ მომწიფებულ მომენტში უიღბლობის შემდეგ სარდალიშვილმა მაინც (უკვე მერამდენედ, შეცვლაზე შესულმა) არ ინება მოედნის უგოლოდ დატოვება. ეს მოხდა 73-ე წუთზე, როცა შესანიშნავი პასი დაუფასა ჩიკვაიძეს.
დინამოელებმა, უკვე გასულად ჩათვლილი ზამთრის არ იყოს, 90-ე წუთზე უკანასკნელად "მოიქნიეს კუდი" - ქავთარაძის თითქმის გარდაუვალ საგოლე თავურს საჩხერელთა ლეგიონერმა მეკარემ სასწაულებრივი "სეივი" დაუპირისპირა და, თუმცა სულ მეორედ ითამაშა ოფიციალური მატჩი ამ გუნდში, უკვე დაამტკიცა საიმედოობა.
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXI ტური
18.03. ივანწმინდა
ჩიხურა-დინამო (ბთ) 2:0
გოლები: 0:1 ვოლკოვი (2. მუმლაძის პასით), 2:0 სარდალიშვილი (73. ჩიკვაიძის პასით)
ჩიხურა: ჰამზიჩი, თ. კირკიტაძე, განუგრავა, მუმლაძე, კორიფაძე, ენუქიძე (76. ჭანკოტაძე), ვოლკოვი (46. სარდალიშვილი), ლოვრეჩიჩი (46. მეგრელიშვილი), ჩიკვაიძე, დობროვოლსკი, კაშია.
სათადარიგოები: კაკალაძე, კაკაშვილი, დ. კირკიტაძე, ჯოხაძე
მწვრთნელი: სოსო ფრუიძე
დინამო: ალავიძე, ქორიძე, გოგიტიძე, მიჰაილოვიჩი, სუხიაშვილი, შონია, ვარშანიძე (82. ტეტუნაშვილი), დიასამიძე (64. ჭკუასელი), ქავთარაძე, ფონიავა, გაბედავა (35. თევდორაძე).
სათადარიგოები: მამინაშვილი, კაშია, კვანტალიანი
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გაფრთხილება: კორიფაძე (38), დობროვოლსკი (47), სარდალიშვილი (59), მიჰაილოვიჩი (85)
არბიტრი: გ. კიკაჩეიშვილი.
ბომბარდირები
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 16
ნ. კაჭარავა (ცხინვალი) 13
ო. მარცვალაძე (დილა) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 11
გ. ბერიაშვილი (დინამო ბთ) 10
XXII ტური
1-ლი აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-საპოვნელა
2 აპრილი, შაბათი
დილა-სამტრედია
საბურთალო-შუქურა
დინამო (ბთ)დინამო (თბ)
მერანი-სიონი
ზუგდიდი-გურია
ტორპედო-ჩიხურა
კოლხეთი-ცხინვალი.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული
იყო უხარისხო მატჩი, უამრავი წუნით ორივე გუნდის მხრიდან, მიმოხილვაში აღნიშნული ფეხბურთელების თამაში საკმაოდ ცუდი იყო, სარდალიშვილია მხოლოდ გამოსაყოფი.
ეტყობა ყველა მიმოხილვა ასე ზერელედაა დაწერილი და დილეტანტური შეფასებებით გაჯერებული.