სეზონის დაწყება ტანჯვად გვექცა - გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოში" ტრავმებზე

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" კვლავ მძიმე მდგომარეობაშია. ტრავმების გამო გუნდს რამდენიმე ლიდერი ვერ ეხმარება.

მაგალითად, აჩიკო ტვილდიანი, ნიკა მგელაძე, თამაზ მაქაცარია, ირაკლი ჩირიკაშვილი, გიორგი ბერიაშვილი, "ცხინვალთან" შეხვედრაში დაშავდა სერბი ლეგიონერი ნიკოლა კომაზეციც. გუნდში ერთი სასიხარულო ამბავი ის არის, რომ საჩხერის "ჩიხურასთან" პირველად ითამაშა ბექა ჭკუასელმა, რომელსაც ოქტომბერში ფეხი მოსტყდა და მკურნალობდა. გიორგი გაბედავა, რომელსაც სამთვიანი პაუზა ჰქონდა, როგორც იქნა, მოედანს დაუბრუნდა, მაგრამ "ჩიხურასთან" ის პირველივე ტაიმში შეცვალეს - ძველი ტრავმა გაუმიზეზდა, რითაც ბათუმელთა მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა. მათ,  ფაქტობრივად, თავდამსხმელი აღარ ჰყავთ.

გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, 25 წლის გიორგი ქავთარაძე მიიჩნევს, რომ გახშირებული ტრავმების მიზეზი უხარისხო მოედანზე ვარჯიშია.

Sportall.Ge

"მეორე სეზონია, რაც გუნდში ვარ და ერთი შემთხვევა არ მახსენდება, ოპტიმალური შემადგენლობით გვეთამაშა და დაშავებული არავინ გვყოლოდა. გუნდი ფორმაში შედის და... უცებ ვიღაც გვაკლდება. ყველა მატჩში 5-6 წამყვანი ფეხბურთელი გვაკლია.

საჩხერეში გაბედავა დაგვიშავდა და მის ნაცვლად თავდასხმაში ნახევარმცველი თევდორაძე წასწიეს. ტრავმირებულთა სიმრავლის გამოა, გუნდი საკუთარ შესაძლებლობებს სანახევროდაც რომ ვერ ავლენს.

მოკლედ, ჩვენს თავს არანორმალური ვითარებაა", - ამბობს ქავთარაძე.

ფლანგის შემტევი ამის მიზეზებზეც ლაპარაკობს:

"ჩვენი უიღბლობა და ტრავმიანობა უხარისხო საფარის ბრალია. იცით, რომ საკუთარი არც სტადიონი გაგვაჩნია და არც - ბაზა. ქობულეთი ბათუმიდან შორს არ არის, მაგრამ ყოველდღე აქეთ-იქით სიარული ფსიქოლოგიურად მაინც დამთრგუნველია. ამას უხარისხო ხელოვნურ საფარზე ვარჯიში ემატება...

სეზონის დაწყება ტანჯვად გვექცა. ქობულეთში ვარჯიშის შემდეგ ბუნებრივ მოედანზე გადასვლა ძალიან გვიჭირს.

არადა, გუნდს საკმაოდ დიდი პოტენციალი აქვს და გული მწყდება, რომ ამას ვერ ვიყენებთ. ანგისაში ბათუმის "დინამოს" ბაზას აშენებენ და მის დასრულებას ყველა მოუთმენლად ველით. იმედია, მალე გვეღირსება საკუთარი ბაზა და გუნდიც ამოისუნთქავს".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
მიმაჩნია, რომ ბათუმს უნდა ჰყავდეს საშუალო ევროპული გუნდი, რომელიც ყოველ წელს მიიღებს მონაწილეობას ევრო თასებზე კარგ შედეგებსაც უნდა აჩვენებდეს. აჭარა და კერძოდ ბათუმი ფეხბურთის ერთ-ერთი აკვანის საქართველოში და მას არა, როგორც რომელიმე ქალაქს არამედ რეგიონს ამის პოტენციალი გააჩნია და რაც მალე მიხვდება ამას ადგილობრივი ხელისუფლება უკეთესი იქნება რეგიონის პოპულარიზაციისთვის და ქართული ფეხბურთისათვისაც.
gizog
15:40 23-03-2016
0
მხოლოდ ბაზაზე, რომ არის ლაპარაკი სტადიონი აღარ არის საჭირო? ამდენი(2-3) მატყუარა მთავრობა,რომელ ქვეყანაში იქნება,ახლა ხომ საბჭოთა კავშირში არ ვართ,დამოუკიდებელი ქვეყანა ვართ,ჩვენი თავი ჩვენვე გვეკუთვნის?!ყველაფერი ასეა,ცოტაოდენი სირცხვილი და სინდისი,რომ ჰქონდეს დამოუკიდებელ ქართველს,კერძოდ.............
vaxvax
17:04 23-03-2016
0

სიახლეები პოპულარული