"ტორპედოს" გულშემატკივრები ამ ფეხბურთელების ჩამოყვანამ გააღიზიანა - აქაოდა, ირანელ ფეხბურთელებს 3 წლის განმავლობაში პროფესიულ დონეზე არ უთამაშიათ, რომ ერთი მათგანი სომხეთის პირველი ლიგის კლუბიდან გამოაგდეს, რომ "ტორპედომდე" დაიწუნეს გორის "დილასა" და "ზუგდიდში" და სად გინახავთ, არაფრისთვის მებრძოლი კლუბი ფეხბურთელებს იმატებდესო?!
ეს თემა ისეთი აქტიური განხილვის საგნად იქცა, საჭიროდ ჩავთვალეთ,
"ირანელ ფეხბურთელებს მაისამდე მოკლევადიანი ხელშეკრულებები გავუფორმეთ. ხელფასსაც არ ვუხდით, მხოლოდ კვების ხარჯს გავიღებთ.
ამბობენ, ჯერ გაგესინჯათ და მერე აგეყვანათო. ვთქვი კიდეც, რომ ამ ორ თვეში სამწვრთნელო შტაბს თავს თუ მოაწონებდნენ, ხელშეკრულების გაგრძელებაზე ვიფიქრებდით. გარდამავალი ჩემპიონატი ისეთი დაძაბული იქნება, გასაძლიერებლად ყველა გზას ვეძებთ და გვსურდა, ამ ფეხბურთელებსაც დავკვირვებოდით...
მაგრამ ისინი დუბლებში გადავიყვანეთ და, ალბათ, მაისის შემდეგ კონტრაქტს აღარ გავუფორმებთ. ტყუილია, თითქოს მათ ფული გადავუხადეთ - ერთი თეთრიც არ მიგვიცია.
საერთოდ, 60 წლის ვხდები, ბევრგან მიმუშავია და სალანძღვად თავი არსად გამიხდია. ვინც ეს წერილი გამოაქვეყნა, მოვუწოდებ - ნებისმიერ დროს მობრძანდით და რაც გაღელვებთ, ყველაფერზე ღიად დაგელაპარაკებით და თუ რაიმე გაურკვევლობაა, იმასაც აგიხსნით".
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"