ნურც ის დაგვავიწყდება, რომ საქართველოს თასის პირველი ნახევარფინალური მატჩებიც აპრილში ჩატარდება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უმაღლესი ლიგის სამ ნახევარფინალისტს (თბილისის "დინამოს", "ჩიხურას", "სიონსა") აპრილში სულაც... 7-7 მატჩის გამართვა მოუწევს.
ისე, მოვლენების ისეთ განვითარებასაც ნუ გამოვრიცხავთ, რომ სწორედ ამ მარათონულ აპრილის თვეშივე გაირკვეს ძალიან ბევრი რამ - უპირველეს
მოკლედ, მართლაც საინტერესო თვე გველოდება, ასევე არანაკლებ საინტერესო ტურით რომ უნდა დაიწყოს: შაბათს ხომ ორი მართლაც გამორჩეული მატჩია და ამ შემთხვევაში მხოლოდ სატურნირო მნიშვნელობას არ ვგულისხმობთ...
02.04. თბილისი. მიხეილ მესხი (სათ). 16:00
საბურთალო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:1
დისკვალიფიკაცია: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
პირველი წრე 0:1
საბურთალო-შუქურა
ურთიერთშეხვედრები
1: +0 =0 -1, 0:1
დისკვალიფიკაცია: გაგი მარგველაშვილი (საბურთალო)
პირველი წრე 0:1
"საბურთალომ" ბოლო ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულით სატურნირო მდგომარეობა მკვეთრად გამოასწორა და ახალი მწვრთნელის, ესპანელი პაბლო ფრანკო მარტინის ხელმძღვანელობით წაუგებელი სერიის გაგრძელებაც, ფაქტობრივად, უმაღლეს ლიგაში დარჩენის გარანტია უნდა იყოს.
ეს საკითხი ასევე აღარ უნდა აღელვებდეს "შუქურასაც": თეიმურაზ შალამბერიძის გუნდმა მარტში მართლაც "გადამრჩენელი" 6 ქულა აიღო.
სხვა საკითხია, თუ რამდენად მოახერხებენ "საბურთალოს" ახალგაზრდა ფეხბურთელები ძალების სრულფასოვნად აღდგენას: ამ გუნდის ძალიან ბევრი მოთამაშე ხომ საქართველოს ახალგაზრდულ და 19-წლამდელთა ნაკრებში იყო გამოძახებული.
02.04. სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე. 16:00
ზუგდიდი-გურია
ურთიერთშეხვედრები
5: +2=0 -3, 4:9
დისკვალიფიკაცია: ვაკო ტყემალაძე, გურამ სამუშია, გოდერძი მაჩაიძე (ყველა - ზუგდიდი)
პირველი წრე 0:2
ზუგდიდი-გურია
ურთიერთშეხვედრები
5: +2=0 -3, 4:9
დისკვალიფიკაცია: ვაკო ტყემალაძე, გურამ სამუშია, გოდერძი მაჩაიძე (ყველა - ზუგდიდი)
პირველი წრე 0:2
გასული თვე ორივე გუნდმა წარუმატებლად ჩაატარა და ამას სატურნირო ცხრილიც მოწმობს; ისიც სათქმელია, რომ არც "გურიაში" და განსაკუთრებით არც "ზუგდიდში" დიდად ვერ გაამართლა საკადრო ცვლილებებმა.
ამ შემთხვევაში უცხოელი მწვრთნელების ჩამოყვანას ვგულისხმობთ: იური ბაკალოვის ("ზუგდიდი") და ვიქტორ დემიდოვის ("გურია") ჩამოსვლის შემდეგ ამ გუნდების სატურნირო მდგომარეობა ნამდვილად არ გაუმჯობესებულა.
ისე, "ზუგდიდი" ყოველ ტურს აშკარად არაოპტიმალური შემადგენლობით ხვდება და გამონაკლისი არც ეს მატჩი იქნება.
02.04. ქობულეთი. ჩელე არენა. 16:00. LIVE Aდჯარა თV
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
48: +6 =8 -34, 42:102
დისკვალიფიკაცია: მარკო მიხაილოვიჩი (დინამო ბთ) - რენე ფერეირა (დინამო თბ)
პირველი წრე 0:1
დინამო (ბთ)-დინამო (თბ)
ურთიერთშეხვედრები
48: +6 =8 -34, 42:102
დისკვალიფიკაცია: მარკო მიხაილოვიჩი (დინამო ბთ) - რენე ფერეირა (დინამო თბ)
პირველი წრე 0:1
ამ ტურის უდავოდ გამორჩეულ მატჩში, რომელშიც ერთმანეთს ძველი მეტოქეები დაუპირისპირდებიან, ძალიან საინტერესო იქნება სამწვრთნელო დუელიც - გამოცდილი შოთა ჭეიშვილი თბილისელთა სლოვაკი დამრიგებლის, იურაი იარაბეკის წინააღმდეგ!
სერიოზული საკადრო პრობლემების გამო, გასულ თვეში ბათუმის "დინამომ" მხოლოდ 3 ქულა მოიპოვა და ამის გამოც, ლიდერთა სამეულს გვარიანად ჩამორჩა.
თბილისის "დინამოს" საჩემპიონო შანსები კი ისევ მყარია, მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ გუნდმა ბოლო მატჩი წააგო და ზედიზედ მეორე ფიასკოთი უკვე კონკურენტები ისარგებლებენ.
...საქართველოს ჩემპიონატების ისტორიაში მხოლოდ ერთხელ (წინა სეზონში) მოხდა, როცა ბათუმის "დინამომ" საბოლოო ცხრილში უფრო მაღალი ადგილი დაიკავა, ვიდრე მისმა თბილისელმა სეხნიამ. თან არც ის დაგვავიწყდეს, რომ ბათუმელებმა წინა სეზონში სტუმრად მოუგეს ჩვენ ყველაზე ტიტულიან გუნდს, შინ კი ფრედ ეთამაშნენ.
სამაგიეროდ, თბილისელებმა ამ სეზონის პირველ წრეში გაიმარჯვეს ოთარ კიტეიშვილის მიერ გატანილი გოლის წყალობით. 2015 წლის 3 ოქტომბრის ეს მატჩი, ფაქტობრივად, ცარიელი ტრიბუნების წინ ჩატარდა: იმ დღეს ხომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი უნდა არჩეულიყო...
02.04. ფოთი. პარკი არენა. 16:00
კოლხეთი-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =4 -2, 7:12
დისკვალიფიკაცია: თორნიკე შალიკაშვილი (კოლხეთი) - დავით მაისაშვილი (ცხინვალი)
პირველი წრე 1:5
კოლხეთი-ცხინვალი
ურთიერთშეხვედრები
9: +3 =4 -2, 7:12
დისკვალიფიკაცია: თორნიკე შალიკაშვილი (კოლხეთი) - დავით მაისაშვილი (ცხინვალი)
პირველი წრე 1:5
გუნდის (და საერთოდ, პირველი წრის) საუკეთესო ბომბარდირის, ნიკა კაჭარავას წასვლა და ტურიდან ტურამდე გაუარესებული ფინანსური მდგომარეობა - ეს ორი ფაქტორი უნდა მივიჩნიოთ "ცხინვალის" ბოლოდროინდელი წარუმატებლობის უმთავრეს მიზეზად. ეს კი არა, ამ დღეებში ისიც შევიტყვეთ, რომ "ცხინვალი", შეიძლებოდა, ფოთშიც ვერ გამგზავრებულიყო...
აქედან გამომდინარე, მართლაც ძნელი სათქმელია, როგორ შეძლებს თავისი ფეხბურთელების სრულ მობილიზებას "ცხინვალის" მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა.
სამაგიეროდ, მოტივაციის ნაკლებობას არ უნდა უჩიოდნენ "კოლხეთში" - ხანგრძლივი პაუზის მერე საშინაო მატჩის მშობლიურ ქალაქში ჩატარებამ გელა სანაიას გუნდზე ხომ აშკარად დადებითად იმოქმედა. თანაც, "კოლხეთს" რევანშიც აქვს ასაღები პირველ წრეში განცდილი მწარე მარცხისთვის (1:5), თან იმ მატჩში ფოთელებს 2 ფეხბურთელიც გაუძევეს...
02.04. გორი. თენგიზ ბურჯანაძე. 16:00
დილა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =2 -12, 39:36
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
პირველი წრე 0:5
დილა-სამტრედია
ურთიერთშეხვედრები
28: +14 =2 -12, 39:36
დისკვალიფიკაცია: გუგა ფალავანდიშვილი (დილა)
პირველი წრე 0:5
ამ ტურის კიდევ ორ გამორჩეულ მატჩში, ერთმანეთს ევროტურნირების საგზურისათვის მებრძოლი გუნდები დაუპირისპირდებიან. შეგახსენებთ, რომ სწორედ "დილა" და "სამტრედია" რჩებიან თბილისის "დინამოს" კონკურენტებად საჩემპიონო რბოლაში. თანაც, "დილამ" შეძლო და ამ სეზონში ორჯერვე დაამარცხა თბილისის "დინამო", ხოლო "სამტრედია" მეორე წრეში სულაც წაუგებლად ასპარეზობს.
ცალკე თემაა ახალგაზრდა და ამბიციური მწვრთნელების დაპირისპირებაც - უჩა სოსიაშვილიც "დილა") და გია ცეცაძეც ("სამტრედია") შემტევ სტილს ანიჭებენ უპირატესობას და გორში გასამართი მატჩიც, წესით და რიგით, "ჩაკეტილი" არ უნდა გამოდგეს.
ლიდერთა ამ შეხვედრას კიდევ 2 ფაქტორი სძენს გარკვეულ ინტრიგას: გია ცეცაძე თავის ყოფილ გუნდს დაუპირისპირდება, ხოლო მასპინძლები ნამდვილად ვერ დაივიწყებდნენ სამტრედიაში პირველ წრეში განცდილ სასტიკ (0:5) მარცხს...
02.04. მარტვილი. მურთაზ ხურცილავა. 16:00
მერანი-სიონი
ურთიერთშეხვედრები:
11: +4 =1 -6, 11:13
დისკვალიფიკაცია: შოთა ჯიქია, ბენჯამენ ტეიდი (ორივე - მერანი)
პირველი წრე 0:3
მერანი-სიონი
ურთიერთშეხვედრები:
11: +4 =1 -6, 11:13
დისკვალიფიკაცია: შოთა ჯიქია, ბენჯამენ ტეიდი (ორივე - მერანი)
პირველი წრე 0:3
"მერანისთვის" ამიერიდან ყველა მატჩი გადამწყვეტი უნდა იყოს, რადგანაც ბოლო სამ შეხვედრაში მოპოვებულმა ერთადერთმა ქულამ მარტვილელთა გუნდი კვლავაც არასახარბიელო სატურნირო მდგომარეობაში დააბრუნა.
აბსოლუტურად განსხვავებული მიზნები აქვს "სიონს": ვარლამ კილასონიას გუნდი მეორე წრეში დაუმარცხებლად ასპარეზობს და ევროტურნირების საგზურის მოპოვების რეალურ კანდიდატადაც მიგვაჩნია. თუმცა, "სიონის" შემტევებმა საგოლე მომენტების რეალიზაციის პროცენტი თუ ვერ გაზარდეს, ეს საგზური, შესაძლოა, განზეც დარჩეს...
02.04. თბილისი. მიხეილ მესხი. 18:00
ლოკომოტივი-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები:
1: +0=0 -1, 1:2
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ქიქავა, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:2
ლოკომოტივი-საპოვნელა
ურთიერთშეხვედრები:
1: +0=0 -1, 1:2
დისკვალიფიკაცია: ვაჟა ქიქავა, დავით სამურკასოვი (ორივე - ლოკომოტივი)
პირველი წრე 1:2
ამ ტურის კიდევ ერთი "ექვსქულიანი" მატჩი. "ლოკომოტივს" მეორე წრეში ჯერ არ გაუმარჯვია და ამის გამოც არის, რომ ჟერარდ სარაგოსას დამოძღვრილი გუნდი სულ მცირედით არის მოშორებული გასავარდნი ზონიდან.
აი, "საპოვნელა" კი, ლამის პირველ ლიგაში რომ "დავაბრუნეთ", ბოლო ორ მატჩში მოპოვებული 4 ქულის შემდეგ უიმედოდ ნამდვილად აღარ არის და უმაღლეს ლიგაში დასარჩენად, ალბათ, ბოლომდე იბრძოლებს.
02.04. ქუთაისი. რამაზ შენგელია. 18:00
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
11: +3=5 -3, 12:12
დისკვალიფიკაცია: მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)
პირველი წრე 0:3
ტორპედო-ჩიხურა
ურთიერთშეხვედრები
11: +3=5 -3, 12:12
დისკვალიფიკაცია: მიხეილ სარდალიშვილი (ჩიხურა)
პირველი წრე 0:3
ეს იმერული დერბიც საინტერესო უნდა გამოდგეს, რადგანაც მშობლიურ სტადიონზე დაბრუნებულ "ტორპედოს" ნამდვილად ესაჭიროება სატურნირო მდგომარეობის გამოსწორება.
მოტივაცია არც სტუმრებს აკლიათ: მეორე წრეში "ჩიხურა" შედეგიანად და წარმატებულად ასპარეზობს და გამოცდილი სპეციალისტის, სოსო ფრუიძის ხელმძღვანელობით მოასპარეზე გუნდი ევროტურნირების საგზურისათვის პრეტენზიას სრულიად სამართლიანად აცხადებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"