სფფ ქობულეთის სტადიონზე მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეისწავლის

AutoSharing Option
2 აპრილს, ქობულეთში, ბათუმის "დინამოსა" და თბილისის "დინამოს" გულშემატკივრებს შორის მომხდარ ჩხუბის ფაქტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი შეისწავლის.
როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესმდივანმა ოთარ გიორგაძემ განუცხადა, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სადისციპლინო კომიტეტი გადაწყვეტილებას მიიღებს. მისივე თქმით, ფეხბურთის ფედერაცია მატჩის ამსახველ ვიდეომასალას დაწვრილებით შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება.

თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" შეხვედრის დროს გულშემატკივრებს შორის მომხდარი დაპირისპირების გამო ოთხი პირია დაკავებული.

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ოთხივე პირის დაკავება
ადმინისტრაციული წესით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

მომხდარი დაპირისპირების შედეგად სტადიონზე რამდენიმე სკამია დალეწილი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული