"გლადიატორების" განცხადება "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

AutoSharing Option
ფან-კლუბი "გლადიატორები" თბილისის "დინამოსა" და ბათუმის "დინამოს" მატჩზე მომხდარ ინციდენტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"გუშინდელ მატჩზე მომხდარი ინციდენტი დაიწყო ადგილობრივ "კუზმასთან" დაპირისპირებით, რომლებსაც აღიზიანებთან ჩვენი შეძახილები-სიმღერები და იყო სიტყვიერი შეურაწყოფა ჩვენი და ჩვენი გუნდის ფეხბურთელების მისამართით რის გამოც მოხდა ჩვენ შორის დაპირისპირება, მათთან სიტუაცია მალევე განიმუხტა, გავაგრძლეთ ფანობა. რამდენიმე წუთში კი პოლიციამ რომლებიც ცვლის თუ დეპარტამენტის უფროსს ელოდებოდნენ გადაწყვიტეს რამდნეიმე ჩვენგანის დაჭერა, უარო მოთხოვნით რომ ჩვენ ბიჭებს როგორც გლადიატორებს ისე დინამიტებს და ულტრას დინამოს წევრებს მოთხოვეს რომ
მოშორებოდნენ საკუთარ ბანერებს, რომელთანაც სამი ჩვენგანი მთელი მატჩის განმავლობაში იდგა, მათი ეს მოთხოვნა არ შესრულდა რაზეც პოლიციამ სცადა ძალით და მუქარით გაეყვანათ სტადონიდან რასაც მოყვა ჩხუბი მათთან, რამდენიმე ჩვენიანი პილიციას გამოვსტაცეთ ხელიდან, შემდეგ დაპირისპირება ქუჩაში გაგრძლედა სადაც ვცდილობდით დაკავებულების დახსნას, საბოლოოდ კი ოთხი გულშემატკივარი გადაიყვანეს პოლიციაში, რომლებიც სულ რამდენიმე საათის წინ გაათავისუფლეს გარკვეული თანხის სანაცვლოდ.

ინტერნეტში და ტელევიზიაში გავრცელებული ინფორმაციის უმეტესობა კი სიმართლეს არ შეესაბამება, ჩხუბი არ მომხდარა ბათუმის "დინამოს" ფანებთან "პირატებთან" არანაირი კონფლიკტი არ ყოფილა არც მატჩამდე, არც მატჩზე და არც მის შემდეგ. აქვე გვინდა მადლობა გადავუხადოთ ქობულეთის "შუქურას" გულშემატკივრებს რომლების ჩხუბის დროს და ჩხუბის შემდეგ ჩვენ გვერდით იყვნენ და ქობულეთში დარჩენილი ბიჭების ნაწილს (რომლებიც ელოდებოდნენ დაკავებულთა გათავისუფლებას) უმასპინძლეს და გვერდში დაგვიდგნენ.
მხოლოდ დინამო!
მხოლოდ თბილისი!"

- "შავი ზღვის მეკობრეები": ჩვენ თბილისის "დინამოს" ფან-კლუბთან არ გვიჩხუბია
- სფფ ქობულეთის სტადიონზე მომხდარ ჩხუბის ფაქტს შეისწავლის
- ჩხუბი ბათუმის "დინამოს" და თბილისის "დინამოს" ფანებს შორის [VIDEO+PHOTO]
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენი ტრიბუნის მოპირდაპირე მხარეს მოხდა ეს ინციდენტი და ცხადია მე არ მინახავს რა მოხდა იქ. მაგრამ როგორც ირკვევა, მართლები არიან თბილისის დინამოს ფანები ინციდენტის პირველ ნაწილში. საკუთარი გუნდის მიმართ თუ ფანების მიმართ შეურაცხყოფას არავინ აიტანს და სამართლიანად დაუპირისპირდნენ "შემარცხვენლებს". პოლიციასთან რა მოხდა ამის შესახებ ვერაფერს ვიტყვი არასაკმარისი ინფორმაციის გამო. პირატებს კი მასპინძლობა არავისთან გვეშლება.
პირატი
13:53 04-04-2016
0
თბილისის დინამოზე (ალბათ თბილისზეც) აქვთ ყველა რაიონში აგრესია... ქუთაისში, რიყის ქვები რომ ესროლეს გულშემატკივრებს და ავტობუსს, გახსოვთ?
ადგილობრივი პოლიციაა გადასამზადებელი...
გიო
11:15 04-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული