იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი გუნდია, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა

AutoSharing Option
6 აპრილს, თბილისში, "დინამო არენაზე" გამართული უმაღლესი ლიგის XXIII ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისის "დინამომ" ქუთაისის "ტორპედო" ანგარიშით 2:1 დაამარცხა, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

დინამო (თბ)-ტორპედო 2:1 - ბოლო წამის დრამა [VIDEO]

გიორგი სუხიაშვილი (ტორპედო):
"სანახაობრივად კარგი თამაში გამოდგა. ორივე გუნდი შეტევაზე იყო ორიენტირებული. ჩვენმა ბიჭებმა დასახული ამოცანა სათანადოდ შეასრულეს და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ბოლოს მსაჯი შეცდა.

ჩვენ მიგვაჩნია, რომ პენალტი არ უნდა დანიშნულიყო. ბოლოს და ბოლოს, წესი რომ დაგვერღვია, დინამოელები პენალტს ხომ მოითხოვდნენ?! არადა, ასეთი რამ არ
მომხდარა".

იურაი იარაბეკი: "ტორპედო" პირველი მეტოქეა, რომელმაც ჩვენს მოედანზე ფეხბურთი ითამაშა. პირველ ტაიმში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შესვენებისას ბიჭებს მეტი კონცენტრაციისკენ მოვუწოდე. თუმცა მოხდა პირიქით და გაშვებული პენალტის შემდეგ ვა-ბანკზე წავედით - სამ მცველზე გადავერთეთ. ფეხბურთელებმა მოუმატეს და საბოლოოდ მოვიგეთ. მსაჯის გადაწყვეტილებებზე კომენტარს კი ყოველთვის ვერიდები".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
1983 წლის დინამოს ტრიუმფი არ მახსენდება
levan
15:24 07-04-2016
0
1983 წელს რა მოვიგეთ ნეტა?
გამახსენეთ
13:55 07-04-2016
0

სიახლეები პოპულარული