უმაღლესი ლიგა. XXIV ტური: ქუთაისის "ტორპედომ" "სამტრედია" შეაჩერა

AutoSharing Option
10 აპრილს უმაღლესი ლიგის XXIV ტურის 6 მატჩი გაიმართა.

თბილისის "დინამომ" სტუმრად "ცხინვალი" ანგარიშით 4:2 დაამარცხა. წარუმატებელი სერია შეწყვიტა მარტვილის "მერანმა" და თერჯოლის "საპოვნელას" ანგარიშით 2:0 მოუგო.

გორის "დილამ" საკუთარ მოედანზე ბოლნისის "სიონი" მიიღო და 2:1 მოუგო. "ზუგდიდმა" ქობულეთის "შუქურას" ანგარიშით 3:0 სძლია.

ბათუმის "დინამომ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა - ლანჩუხთის "გურიასთან" ანგარიშით 1:2 დამარცხდა.

ქუთაისის "ტორპედომ" საკუთარ მოედანზე "სამტრედია" დაამარცხა, რომელსაც აქამდე ზედიზედ 7 გამარჯვება ჰქონდა.

კოლხეთი-ჩიხურასა და საბურთალო-ლოკომოტივის მატჩები 11 აპრილს 16:00 საათზე გაიმართება.

მარტვილი, "მურთაზ ხურცილავა"

მერანი-საპოვნელა
2:0

გოლი: 2:0 ნიკოლოზ საბანაძე (52, 61)

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-დინამო (თბ) 2:4
გოლები: 0:1 ვახტან ჭანტურიშვილი (16), 0:2 ალექსანდრე იაშვილი (პენ. 24), 1:2 თორნიკე გორგიაშვილი (29), 2:2 გიგა ბეჭვაია (2:2), 2:3, 2:4 გიორგი ქვილითაია (74, პენ. 76)

ქობულეთი, "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-გურია 1:2
გოლი: 1:0 ნიკოლა კომაზეცი (26), 1:1, 1:2 კარლოს სმოლი (32, 34)

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-სამტრედია 2:1
გოლები: 0:1 ბუდუ ზივზივაძე (25), 1:1 თორნიკე კაპანაძე (43), 2:1 ვაჟა ტაბატაძე (81)

ზემო ეწერი, ცენტრალური სტადიონი
ზუგდიდი-შუქურა 3:0
გოლები: 1:0 გიორგი კალანდაძე (12), 2:0 გურამ სამუშია (80), 3:0 ადრიან პუკანიჩი (90).

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-სიონი 2:1
გოლი: 1:0 ოთარ მარცვალაძე (17), 2:0 ლევან ნონიკაშვილი (80), 2:1 ოთარ კობახიძე (88)
გაძევება: ლასა გვალია (80)

სტატისტიკა მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 7 /
ladolado - მართალი ხარ, ქუთაისში ქარი უბერავდა მხოლოდ სამტრედიელების საწინააღმდეგოდ, უნდა გეთქვათ რომ ცუდ ამინდში არ შეგეძლოთ თამაში და გადავდებდით:))
ქარი თუ არ იქნება, მინდორი მარაკანასი, ჩემს გუნდში მესი და იბრაგიმოვიჩი მასე ბებიაჩემის კი მოიგებდა
qutaisi
20:48 11-04-2016
0
უსერიოზულესი მიმოხილვაა, ვერაფერს იტყვი ))
0

სიახლეები პოპულარული