12:04 11-04-2016
დინამო (ბთ)-გურია 1:2 - როცა სმოლი დიდია [VIDEO]
AutoSharing Option
შეხვედრა ორმხრივი იერიშებით დაიწყო. პირველი ხიფათი გურულთა შემტევმა კარლოს სმოლმა (ინგლისურად - "პატარა") შექმნა - სასტარტოში პირველად გამწესებულ პანამელს ბათუმელთა მეკარემ არ გაატანინა.
იმავე სმოლს კვლავ შოთა მამინაშვილი გადაეღობა, მაგრამ გიორგი კახელიშვილის ჩინებული პასი პანამელს უკეთ გარჯისას შეეძლო გოლად ექცია.
თუმცა "გურიის" ლეგიონერთა არმიაში ბოლოს დამატებულმა (წინა ტურში დაამტკიცეს გურულებმა) თავისას მაინც მიაღწია, თან ორჯერ, რისთვისაც სულ რაღაც ორი წუთი ეყო.
თუმცა მანამდე ვნახეთ ბათუმელთა სერბი ლეგიონერის, ნიკოლა კომაზეცის მოულოდნელი საგოლე დარტყმა, რომელზეც მის თანამემამულე ალექსანდარ იოვანოვიჩს უკეთ გარჯა მართებდა.
ეს 26-ე წუთზე მოხდა და სანამ "გურია" გონს მოეგებოდა, "დინამომ" მეორის გატანა სცადა - ბექა ჭკუასელს ორთაბრძოლაში მცველებმა არ დაანებეს და მასპინძლებმა პენალტი მოითხოვეს, იქვე მდგომმა მატჩის არბიტრმა კი თამაშის გაგრძელებით "პირატების" რისხვა დაიმსახურა.
მერე იყო 32-ე წუთი და ეროვნული ჩემპიონატების ისტორიაში პირველი პანამური გოლი, როცა ევგენი მოროზენკომ ჩინებული პასი გაუკეთა სმოლს, რომელმაც მეკარის ოდნავი შეყოვნებით ისარგებლა.
ორი წუთი დასჭირდა პანამურ დუბლს - სმოლი კვლავ მეკარეს შეჰყარეს (კვეკვესკირმა) პირისპირ და მანაც თავისიანები დააწინაურა.
რა თქმა უნდა, ამას "დინამო" არ შეეგუა, პირველ ტაიმშივე სცადა ვითარების გამოსწორება და სწორედ ტაიმის დარჩენილ წუთებში ეს შეეძლო კიდეც - ორჯერ მისცეს ფლანგიდან შეტევის საშუალება ლანჩხუთელებმა მასპინძლებს, მაგრამ გაუმართლათ: ერთხელ - გოლის გამტანი თამაშგარეში აღმოჩნდა, მეორე შემთხვევაში კი სერბმა სერბს მეორე ვეღარ გაუტანა - კომაზეცმა ჩინებული შანსი გაანიავა.
"დინამო" მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში უტევდა, მაგრამ გურულთა დაცვა ვერ გატეხა - გია ჩადუნელმა და დმიტრო ზოზულიამ არაერთხელ ააცალეს ბოლო წამს მეტოქეს ბურთი ფეხიდან.
მასირებული შეტევიდან საუკეთესო ის მომენტი იყო, როცა ბურთი ხარიხას და ძელს მოხვდა, მაგრამ "გურიის" კარში შესვლა არ ინება.
თავის მხრივ, გურულებიც ცდილობდნენ, კონტრშეტევებით ესარგებლათ. კახელიშვილს შეეძლო კიდეც, მატჩისთვის წერტილი წუთებით ადრე დაესვა.
საბოლოოდ, "გურიამ" მოგების გემო გაიხსენა და გუნდის უკეთ ათამაშებაში, თქმა არ უნდა, დიდია გამოცდილი სპეციალისტის, თემურ მახარაძის წვლილი, რომელიც ათიოდ დღეა, რაც გუნდს ავარჯიშებს, თუმცა, ვიდრე ოფიციალური ფორმალობები მოუგვარებელია, სათადარიგოთა სკამზე ყოფნის უფლება არ აქვს. "ჩელე არენაზე" "გურია" მოსაგებად მეკარეთა მწვრთნელმა გია გოგუამ დამოძღვრა...
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. XXIV ტური
10.04. ქობულეთი. "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-გურია 1:2
გოლები: 1:0 კომაზეცი (26), 1:1 სმოლი (32. მოროზენკოს პასით),1:2 სმოლი (32. ი. კვეკვესკირის პასით)
დინამო: მამინაშვილი, ტვილდიანი, ტეტუნაშვილი, სუხიაშვილი, მიხაილოვიჩი (73. მაქაცარია), შონია, თევდორაძე, ჭკუასელი, ფონიავა, ბერიაშვილი, კომაზეცი.
სათადარიგოები: ალავიძე, ქათამაძე, ვარშანიძე, გოგიტიძე, ქორიძე, კაშია
მწვრთნელი: შოთა ჭეიშვილი
გურია: იოვანოვიჩი, ნოზაძე, ზოზულია, ჩადუნელი, პატერსონი, ნუნიესი, კილაძე (73. ბენეტი), მოროზენკო, ი. კვეკვესკირი (46. გამყრელიძე), კახელიშვილი, სმოლი (59. ჟუნიორი).
სათადარიგოები: იმერლიშვილი, ალავერდაშვილი, შტანდერი, გუჯაბიძე
მწვრთნელი: გია გოგუა
გაფრთხილება: კომაზეცი (71), მაქაცარია (87), ჩადუნელი (89), ჯოვანოვიჩი (90+2)
არბიტრი: ჯ. ხორავა
ბომბარდირები:
გ. ქვილითაია (დინამო თბ) 19
ო. მარცვალაძე (დილა) 15
ბ. ზივზივაძე (სამტრედია) 14
ნ. კაჭარავა (ცხინვალი/როსტოვი, რუს.) 13
დ. ტატანაშვილი (სიონი) 12
ჯ. ჯიღაური (დინამო თბ) 12
ი. სიხარულიძე (სამტრედია) 12
XXIV ტური
11 აპრილი
ფოთი. სარაგბო სტადიონი. 16:00
კოლხეთი-ჩიხურა
თბილისი. "მიხეილ მესხი" (სათად). 16:00
საბურთალო-ლოკომოტივი
XXV ტური
15 აპრილი, პარასკევი
ლოკომოტივი-მერანი
16 აპრილი, შაბათი
სიონი-დინამო (ბთ)
ჩიხურა-დინამო (თბ)
17 აპრილი, კვირა
შუქურა-დილა
სამტრედია-ცხინვალი
საბურთალო-კოლხეთი
საპოვნელა-ზუგდიდი
გურია-ტორპედო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული