კლუბის ხელმძღვანელობამ გაითვალისწინა სპეციალისტის თხოვნა გადადგომასთან დაკავშირებით, რაც მისი ჯანმრთელობისა და ოჯახური მდგომარეობის გამო იყო გამოწვეული და ვარლამ კილასონიას განცხადება დააკმაყოფილა.
ბოლნისის "სიონის" სახელით, მადლობას ვუხდით ვარლამ კილასონიას გუნდში ჩატარებული სამუშაოებისთვის. ვუსურვებთ გამოჯანმრთელებასა და წარმატებებს კარიერაში.
ბოლნისის "სიონის" მთავარი მწვრთნელის პოსტს არმაზ ჯელაძე დაიკავებს.
მომზადებულია fcsionibolnisi.com-ის მიხედვით