ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება

AutoSharing Option
Sportall.ge-ს ინფორმაციით, ბათუმის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი სეზონის ბოლომდე ლევან ხომერიკი იქნება.

სწორედ ხომერიკი უხელმძღვანელებს გუნდს დარჩენილ მატჩებში.

შოთა ჭეიშვილი და ასლან ბალაძე, რომლებიც აქამდე ხელმძღვანელობდნენ გუნდს, კლუბში რჩებიან და სხვა პოზიციებზე განაგრძობენ მუშაობას. კერძოდ, ჭეიშვილი კლუბში სელექციაზე იმუშავებს, ხოლო ბალაძე - ბავშვთა საფეხბურთო სკოლის დირექტორად.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის "დინამო" უმაღლეს ლიგაში ბოლო დროს წარუმატებლად ასპარეზობს. ბათუმელებმა ბოლო 4 მატჩი წააგეს. XXIV ტურის შემდეგ ბათუმის "დინამო" სატურნირო ცხრილში 36 ქულით მე-7 ადგილზე იმყოფება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ისინი საერტოდ უნდა გაუსვატ გუნდიდან
gurami
10:22 14-04-2016
0

სიახლეები პოპულარული