ვინ როგორ დაისჯება? - თერჯოლის "საპოვნელა" სამართალს ეძებს

AutoSharing Option
დღეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის წევრები შეიკრიბებიან და XXV ტურში მომხდარ ინციდენტებზე იმსჯელებენ. მათი ყურადღება ორმა მატჩმა მიიქცია - მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე თბილისის "ლოკომოტივისა" და მარტვილის "მერანის" შეხვედრაში ვითარება ბოლოსკენ დაიძაბა: სტუმართა გოლის დროს "ლოკომოტივის" მწვრთნელ ჟერარ სარაგოსას კონფლიქტი მოუვიდა მოწინააღმდეგის სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენელთან. გაწევ-გამოწევა მატჩის დასრულების შემდეგ კიდევ უფრო გამძაფრდა და მხარეები მხოლოდ სტადიონის დაცვამ დააშოშმინა.

დისციპლინარები ქობულეთის "შუქურასა" და გორის "დილას" მატჩის დროს მომხდარზეც იმსჯელებენ. არბიტრმა ბაკურ ნინუამ სათადარიგოთა სკამიდან სტუმართა მთავარი მწვრთნელი უჩა სოსიაშვილი გააძევა.

მაგრამ ყველაზე ხმაურიანი ინციდენტი მოხდა ზესტაფონში, სადაც თერჯოლის "საპოვნელამ" "ზუგდიდს" უმასპინძლა. აუტსაიდერთა პრინციპული მატჩი 2:2 დასრულდა, რაშიც, თერჯოლელთა აზრით, დიდი როლი არბიტრ გიორგი ყრუაშვილს მიუძღვის. როგორც ამბობენ, მან "საპოვნელა" დაჩაგრა. უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლმა თერჯოლელებმა მნიშვნელოვანი ქულები დაკარგეს.

"რაც მსაჯებმა ჩვენ გაგვიკეთეს, ძალიან მოულოდნელი იყო. შეხვედრის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ფეხბურთის ფედერაციის სამსაჯო კომიტეტმა მატჩზე ხუთი არბიტრი გამოაგზავნა.

მეგონა, თამაშს ობიექტურად განსჯიდნენ, მაგრამ იმედები გამიცრუვდა. მერე გამახსენდა მატჩის წინ ერთ-ერთ ინტერნეტგაზეთში გამოქვეყნებული წერილი, რომ "ზუგდიდი" ამ თამაშს მოიგებდა.

მაინტერესებს, ამას რა ინფორმაციის საფუძველზე წერდნენ? ასეთი "რასკლადი" იყო? ეს და თამაშის დროს მომხდარი ამბები მაფიქრებს - რა ხდება ასეთი ჩვენს თავს? მით უფრო, რომ თამაშის დროს ჩვენ არ ჩაგვითვალეს გიორგი მაკარიძის მიერ გატანილი ნაღდი გოლი. მალე გიორგი ბიბილეიშვილი საჯარიმოში წააქციეს და პენალტი ვერ გაიმეტეს, მაშინ, როცა ამას უცებ ჩვენს კარში დანიშნული 11-მეტრიანი მოჰყვა და ანგარიში 2:2 გახდა. მანამდე იგივე მაკარიძე საჯარიმოში მოცელეს და პენალტის ნაცვლად, მხოლოდ ჯარიმა დაგვინიშნეს. ამ დროს, ჩვენი ფეხბურთელი საჯარიმოში წააქციეს და არა მის გარეთ და ეს ყველამ ცხადად ნახა", - ამბობს "საპოვნელას" დირექტორი მირიან გეწაძე.

მას არ სურს "შეთქმულების თეორიებით" მსჯელობა, თუმცა გარკვეული ვარაუდები გააჩნია:

"მომხდარში ფედერაციას არ ვადანაშაულებ, მაგრამ მეორე მხრივ, ისე გამოდის, რომ "ზუგდიდს" სტადიონს უშენებენ და იქნებ ამხელა ფულის დახარჯვის შემდეგ მისი ლიგიდან გავარდნა გარკვეულ წრეს არც აწყობს? ეს იმ დროს, როცა ჩვენ ლიცენზირების პროცესი გავიარეთ და იმედია, ეროვნულ ჩემპიონატში თამაშის უფლებას მივიღებთ.

თუმცა "საპოვნელას" სტადიონი მოსაწესრიგებელია და იქნებ ასეთი გუნდი უმაღლეს ლიგაში არც სჭირდებათ? ვიმეორებ, ამის დაჯერება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ უშუალო კონკურენტ "ზუგდიდთან" დავიჩაგრეთ.

მჯერა, ამ მატჩის მსაჯობას ფედერაცია სათანადოდ შეაფასებს, მაგრამ ჩვენ პენალტი "დინამოსთანაც" დაუმსახურებლად დაგვიდეს და ქულა წაგვართვეს, ახლა კი, მოგების ნაცვლად, მხოლოდ ერთ ქულას დაგვაჯერეს და მსაჯის დასჯას ჩვენთვის რაღა აზრი აქვს, ამ სამ ქულას ვინმე დაგვიმატებს?

მეც ვიცი, რომ რეალურად, უმაღლეს ლიგაში დარჩენის შანსი თითქმის აღარ გვაქვს, მაგრამ ერთი სათხოვარი გვექნება - ამაში ხელს მაინც ნუ შეგვიწყობენ".

სცემეს თუ არა მსაჯებს თამაშის შემდეგ? გავრცელდა ინფორმაცია, რომ ისინი მოედნის დატოვებას დიდხანს ვერ ახერხებდნენ და, თითქოს, თამაშის დასრულების შემდეგ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. გეწაძეს ამ ინციდენტზეც ვკითხეთ:

"ხალხი გამწარებული იყო და თამაშის შემდეგ აღშფოთებას ვერ მალავდა, მაგრამ მე გასახდელამდე ვერ მივაღწიე, რადგან სტადიონის დაცვამ იქამდე არც მიმიშვა - თურმე, კლუბის დირექტორს ამის უფლება არ მქონდა. ამიტომ მე ვერ დავინახე, იქ რა მოხდა და მსაჯებს ვინმემ დაარტყა თუ არა".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
მირიან გეწაძე, დედას გეფიცები შენ თუ ფეხბურთის აზრზე იყო საერთოდ :))) რაც უფრო მეტ კომენტარს აკეთებ თანდათან უფრო ვრწმუნდები, რომ ვაფშე არ გესმის ფეხბურთი. ....იმედია ამ არაპროფესიონალირი გამცხადებისთვის მინიმიმ ბოდიშს მოიხდი:ლ:)
საბა
08:24 20-04-2016
0
ავოეეს:
დინამოსთან პენალტი სიმულაციის ნაყოფი იყო, მაგრამ ის რაც მერე მოხდა პენალტის განმეორება საერთოდ ამოვარდნილი იყო ყველანაირი კონტექსტიდან. თუ პირველად ტერჯოლელები შევარდნენ საჯარიმოში ის დამატებაზე გატანილი გოლი უნდა ჩათვლილიყო და თუ დინამოელებმა დაარღვიეს თამაშის წესი მაშინ თავისუფალი უნდა დანშნულიყო საპოვნელას სასარგებლოდ. ეს ყველაფერი 97 წუთზე ხდებოდა, როცა მსაჯმა 3 წუთი დაამატა და ის დროც ამოწურული იყო პენალტი რომ დანიშნა, რაც გინდა თქვით იგივე სიტუაციაში საპოვნელას სასარგებლოდ პენალტს არ დანიშნავდა (სტადიონზე ვიყავი არ მჭირდება ფირების და კადრების ეკრანებზე ნახვა) და კიდე გადაწყვეტილებას მინდორზე მყოფ აღმასკომის წევრს იაშვილსაც რომ Uტანხმებდა არც ესაა ახალი.
საბა: მირიანზე რომ საუბროდ პირში ძალიან დიდი რაოდენობის სოდის შემცველი წყალი გამოივლე. 20 წელი თერჯოლაში ფეხბურთი მკვდარი იყო და მირიანი უხელფასოდ, უანგაროდ თავის ნერვების დროის და სიყვარულის ხარჯზე ავარჯიშებდა ბავშვებს და უვლიდა იმ სტადიონს თავის მეგობრებთან ერთად, რომლის გარემონტება დაანონსდა გასულ წელს მაგრამ ყურსაც არავინ იბერტყავს.
როცა მსაჯს ეშლება ყოველთვის შენ საწინააღმდეგოდ ეს შემთხვევითობა აღარ არის!
და ვინც ზუგდიდი-საპოვნელას შემდეგ კიდე ეჭვს შეიტანს მსაჯების პატიოსნებაში იმან მართლა საერთოდ არ უნდა ილაპარაკოს ფეხბურთზე!
Irakli apkhaidze
10:41 20-04-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული