უმაღლესი ლიგა. XXVI ტური: "დილამ" და "საბურთალომ" მოიგეს [VIDEO]

AutoSharing Option
23 აპრილს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის XXVI ტურის ხუთი მატჩი გაიმართა.

გამარჯვება იზეიმა მოქმედმა ჩემპიონმა გორის "დილამ", რომელმაც საკუთარ მოედანზე "საპოვნელას" ანგარიშით 3:1 სძლია. ახლა "დილას", მეორე ადგილოსანი "სამტრედიას" მსგავსად, 53 ქულა აქვს და ლიდერ თბილისის "დინამოს" 11 ქულით ჩამორჩება.

სტუმრად მარტვილში უხვგოლიან მატჩში გამარჯვება იზეიმა თბილისის "საბურთალომ", რომელმაც "მერანს" ანგარიშით 5:2 მოუგო. სტუმართა რიგებში დუბლი გურამ გოშთელიანმა მიითვალა, მასპინძელთაგან კი ორჯერ გატანა ბესიკ ჩიმაკაძემ შეძლო.

უმაღლესი ლიგა. XXVI ტური
გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საპოვნელა 3:1
გოლები: 1:0 თემურ
ღონღაძე (14), 1:1 გიორგი ბუხაიძე (64), 2:1 ლევან ნონიკაშვილი (86), 3:1 ირაკლი მოდებაძე (87).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ზემო ეწერი
ზუგდიდი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ვალიკო ტყემალაძე (45), 1:1 გეგა დიასამიძე (74).

ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-შუქურა 2:2
გოლები: 1:0 ნიკოლა კომაზეცი (25), 1:1 თორნიკე თარხნიშვილი (პენ. 26), 2:1 თეიმურაზ შონია (43), 2:2 მერაბ ურიდია (81).

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-საბურთალო 2:5
გოლები: 0:1 ირაკლი რუხაძე (13), 1:1 ბესიკ ჩიმაკაძე (18), 1:2 გურამ გოშთელიანი (51), 1:3 გურამ გოშთელიანი (56), 2:3 ბესიკ ჩიმაკაძე (76), 2:4 გიორგი ხარაიშვილი (78), 2:5 რატი ცაწკრიალაშვილი (90).
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-გურია 0:0

ტურის დანარჩენი სამი შეხვედრა კვირას, 24 აპრილს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XXVI ტურის წინ: შეთქმულების თეორიები
მკითხველის კომენტარები / 3 /
ბუხაიძემ კიდე შეაგდო, მალადეც
dimitri
22:03 24-04-2016
0
666-ს

მარტალი ხარ -რამდენგერ დავცერე მაგრამ არა მარტო ცერენ ასე ამბობენ კიდეც-ელემენტარული უვიცობაა
nugzari nutsubidze
22:04 23-04-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული