ფოტო: fcsaburtalo.ge
თბილისის "საბურთალოს" ფეხბურთელი გურამ გოშთელიანი კარიერას გორის "დილაში" გააგრძელებს.
ამის შესახებ ინფორმაციას "საბურთალო" ავრცელებს.
გოშთელიანი "დილაში" იჯარის წესით სეზონის ბოლომდე ითამაშებს.
გოშთელიანი "საბურთალოს" აკადემიის აღზრდილია და 2013/14 წლების სეზონიდან მოყოლებული, 95 მატჩში ითამაშა და მეტოქის კარი 39-ჯერ აიღო.