სფფ-ის სადისციპლინო კომიტეტმა ორი კლუბი დასაჯა

AutoSharing Option
27 აპრილს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიაცენტრში, სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართა.

სხდომის დღის წესრიგი:

1. ს.კ. ზუგდიდის "ოდიშისა" და ს.კ. ცხინვალის "ლიახვის" მატჩისას, "ლიახვის" შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის თამაში;

2. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" დირექტორის, მირიან გეწაძის საჯარო განცხადება;

კომიტეტის წევრები გაეცნენ წარმოდგენილ მასალებს, მოისმინეს მატჩების დირექტორების, მსაჯებისა და გუნდების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები და სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის საფუძველზე დაადგინეს:

1. ს.კ. ცხინვალის "ლიახვის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისკვალიფიცირებული ფეხბურთელის მატჩში მონაწილეობას. შესაბამისად, ს.კ. ცხინვალის "ლიახვი" სფფ-ის სადისციპლინო კოდექსის თანახმად დაისაჯოს
შემდეგი ფორმით: 1. გაუქმდეს მატჩის ოქმით დაფიქსირებული ანგარიში 2-1 და ს.კ. ცხინვალის "ლიახვს" ჩაეთვალოს დამარცხება ანგარიშით 0:3. 2. ს.კ. ცხინვალის "ლიახვს" დაეკისროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. 

2. ს.კ. თერჯოლის "საპოვნელას" წარმომადგენლის, მირიან გეწაძის მხრიდან ადგილი ჰქონდა მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით დისკრედიტაციის მცდელობას და დაუსაბუთებელი განცხადებების გაკეთებას. შესაბამისად, თერჯოლის "საპოვნელას" დაეკისროს ჯარიმა 3500 ლარის ოდენობით.

სფფ-ის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 5 /
ახლა უყურეთ რა ხდება. თურმე მსაჯი მართალი ყოფილა და ტყუილად გაგილახიათ. გაამტყუნეს თავიდან ბოლომდე "საპოვნელა" და მისი საქციელები. სააპელაციოში გააპროტესტეთ ახლა, თუ მართლები ხართ, თორემ დაბლა ეცემა მირიანის სიმართლე და რეიტინგი. და თუ სააპელაციოშიც გაგამტყუნეს მერე ბოდიში უნდა მოიხადოთ.
VENDETTA
15:52 07-05-2016
0
ჩემო ვენდეტა გასაჩივრებას ნებისმიერ ინსტანციაში მაშინ აქვს აზრი როცა ფული და და პატრონი გყავს, სხვა უკეთეს შემთხვევაში ,,თქვენი დიდი ხათრი გვქვს, მაგრამ არაო"... აბა რაც ზუგდიდთან მსაჯებმა იკადრეს იმის მერე იმ მსაჯებს რომ 2 დღეში თასის ნახევარფინალში ამსაჯებს იქ ერთი გზაა დარჩენილი ,,სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს", მაგრამ იმედი ბოლოს კვდება, იქნებ რამე შეიცვალოს...
irakli Apkhaidze
19:07 07-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული