უმაღლესი ლიგა. XXVIII ტური: "სამტრედიამ" და "დილამ" ევროსაგზურები გაინაღდეს

AutoSharing Option
8 მაისს, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემიონატის უმაღლესი ლიგის XXVIII ტურის ხუთი მატჩი ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ თავ-თავიანთი შეხვედრები მოიგეს და ევროთასების საგზურები გაინაღდეს "სამტრედიამ" და გორის "დილამ". სამტრედიელებმა სტუმრად ფოთში "კოლხეთს" სამი უპასუხო გოლი გაუტანეს, ხოლო გორელებმა საკუთარ მოედანზე თბილისის "საბურთალოს" სძლიეს - 2:1.

სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე მყოფ "სამტრედიას" 60 ქულა აქვს, მესამე ადგილოსან გორის "დილას" კი - 59.

დღესვე მოგვიანებით დასრულდება ქუთაისში მიმდინარე "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" შეხვედრა. ტურის ბოლო ორი მატჩი კი 9 მაისს გაიმართება.

უმაღლესი ლიგა. XXVIII
ტური

ფოთი. პარკი არენა.
კოლხეთი-სამტრედია 0:3
გოლები: 0:1, 0:2 გიორგი დათუნაიშვილი (50, 73), 0:3 ბუდუ ზივზივაძე (87).

გორი. თენგიზ ბურჯანაძე
დილა-საბურთალო 2:1
გოლები: 1:0 ისლამ მაშუკოვი (45), 2:0 ოთარ მარცვალაძე (70), 2:1 გიორგი ფანცულაია (72).

ზემო ეწერი
ზუგდიდი-მერანი 3:0
გოლები: 1:0, 2:0, 3:0 გურამ სამუშია (პენ.51, 90, 90).
გაძევება: სერგი ორბელაძე (მერანი, 50)

ქობულეთი. ჩელე არენა
დინამო (ბთ)-ლოკომოტივი 1:0
გოლი: 1:0 თეიმურაზ შონია (22).

თბილისი. მიხეილ მესხი (სათ)
ცხინვალი-შუქურა 5:0
გოლები: 1:0 ვილი ისიანი (20), 2:0 ლევან კაკუბავა (30), 3:0, 4:0  გიორგი ივანიშვილი (პენ.67, 80), 5:0 ნიკოლოზ გაბრიჩიძე (90).
მკითხველის კომენტარები / 7 /
ვულოცავ "სამტრედიას" და გია ცეცაძეს ამ წამატებას! მართლაც დიდებულად იასპარეზეს ამ ბიჭებმა, მაგრამ გუნდი ძალიან ახალგაზრდულია და შეიძლება სერიოზული გაძლიერების გარეშე ევროთასებზე გაუჭირდეთ. არ ვიცი, შეიძლება ვცდებოდე, მაგრამ მაინც მგონია რომ გუნდი ახალგაზრდული ინერციით მიიწევს და ისე არ მოხდეს, როგორც ტორპედოს დაემართა ცოტა ხნის წინ.
levani kaxeti
12:25 09-05-2016
0
არ გატყუებენ, დილას ურთიერთშეხვედრებში აქვს უპირატესობა და ჩიხურასთვის მიუწვდომელია. ასე რომ..
დავით ჯიგარო
11:48 09-05-2016
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული