მერაბ ჟორდანიას ქუთაისის "ტორპედოს" შეძენა სურს?

AutoSharing Option
როგორც Sportall.ge-სთვის გახდა ცნობილი, უმაღლესი ლიგის 28-ე ტურის შეხვედრას, რომელიც ქუთაისში ადგილობრივ "ტორპედოსა" და თერჯოლის "საპოვნელას" შორის 8 მაისს გაიმართა, მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები, თავდაპირველად, ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან ერთად, "ტორპედოს" მატჩს დაესწრნენ, შემდეგ კი კლუბის ბაზა მოინახულეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად კლუბის აღმასრულებელ დირექტორ ზურაბ ჩაკვეტაძეს დავუკავშირდით, რომელმაც აღნიშნული ინფორმაცია არ დაგვიდასტურა.

თუ რატომ და რა მიზნით სტუმრობდნენ მერაბ ჟორდანიას წარმომადგენლები კლუბს, უცნობია. არსებობს ვარაუდი, რომ სფფ-ის ყოფილი პრეზიდენტი "ტორპედოს" შეძენითაა დაინტერესებული. შევიტყვეთ ისიც, რომ ჟორდანია
ახლა საქართველოში არ იმყოფება, თუმცა ჩამოსვლას ორ კვირაში აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ზუსტად ერთი წლის წინაც იყო საუბარი ჟორდანიას მიერ "ტორპედოს" შესაძლო შეძენის თაობაზე, თუმცა მაშინ ჟორდანიამ უარყო ხმები და აღნიშნა, რომ მზად იყო, "ტორპედოს" ნებისმიერი პრობლემის მოგვარებაში რჩევების სახით დახმარებოდა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
არ მჯერა ჟორდანიასი, კოკაია დააბრუნოს ამ ფედერაციამ ფეხბურთში!!!
anti
20:00 10-05-2016
0
იყიდის და ისევ ისეთი გუნდი იქნება,როგორიც ჟორდანიაა...მაგას ხომ ყველაფერში ფულის კეთება უნდა....
status quo
16:46 10-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული