ქუთაისის "ტორპედოს" (უეფას ლიცენზიასთან დაკავშირებით) და მარტვილის "მერანს" (სანქცირებად კრიტერიუმებთან დაკავშირებით) დაუკმაყოფილდათ აპელაცია.
თბილისის "ვიტ ჯორჯიისა" და ცხინვალის "ლიახვის" საჩივარი ეროვნული ჩემპიონატის ლიცენზიასთან დაკავშირებით ლიცენზირების აპელაციის ორგანომ არ დააკმაყოფილა და ძალაში დატოვა კლუბების ლიცენზირების კომიტეტის გადაწყვეტილება.
აპელაციის ორგანოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრებულ იქნას სფფ-ის წესდებით აღიარებულ ტრიბუნალში წერილობითი ფორმით ამ ორგანოსთვის პირდაპირი მიმართვის გზით, არაუგვიანეს 20 მაისისა.
სფფ-ის პრესსამსახური
გაისად კი არა ამ წლის გარდამავალ ჩემპიონატში.
ჯერ ერთი ხომ სუფთა უნამუსობაა რაც ახლა ხდება ამ ლიცენზირებაზე, განსაკუთრებით ვიტ-ჯორჯიას მიმართ.
მეორეს მხრივ კი არაა გამორიცხული რომ 1 კლუბი დაუშვან ლიცენზიით და გაკენტებულ ჩემპიონატს ან ზესტაფონი აპელაციით დაუბრუნონ, ან კიდევ რაღაც მოიფიქრონ მეთექვსმეტე გუნდისათვის.