გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ კიევის "დინამო" მილიონ ევროს იხდის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ქვილითაიას თურქული "ტრაბზონსფორის" შემდეგ კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - კიევის "დინამო". ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს.

footballtransfer.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინელებმა თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზეს. თბილისურ კლუბში მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 28 მატჩში გატანილი 24 გოლით.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" ძალიან დასჭირდება საუკეთესო თავდამსხმელის სამსახური.
მკითხველის კომენტარები / 21 /
უკრაინაზე სისულელეებს ნუ წერთ რა ვერავინ გაიხარა, ვისაც გახარება უნდოდა და ვარჯიში არ ეზარებოდა გაიხარა. ხელფასებიც კარგია და ქვეყანაც კარგია და ჩემპიონატიც კარგია და ფეხბურთელების გაზრდაც არ ეშლებათ. ჯობია ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად უკრაინას მიაწვნენ ვისაც ვარჯიში არ ეზარება და მართლა წინსვლა უნდა
შაკო
11:33 23-05-2016
0
ნუ ატეხავთ ჟურნალისტები ერთ ამბავს, კარგი ფორვარდია და წარმატებები სადაც არ უნდა წავიდეს
bebeto
16:45 20-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული