გიორგი ქვილითაიას სანაცვლოდ კიევის "დინამო" მილიონ ევროს იხდის!

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირ გიორგი ქვილითაიას თურქული "ტრაბზონსფორის" შემდეგ კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა - კიევის "დინამო". ამ ცნობას უკრაინული მედია ავრცელებს.

footballtransfer.com.ua-ს ინფორმაციით, უკრაინელებმა თბილისის "დინამოს" 22 წლის ფორვარდის სანაცვლოდ მილიონი ევრო შესთავაზეს. თბილისურ კლუბში მოსაფიქრებლად დრო ითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ქვილითაია საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია 28 მატჩში გატანილი 24 გოლით.

ვნახოთ, რა და როგორ იქნება. ფაქტია, ჩემპიონთა ლიგაზე თბილისის "დინამოს" ძალიან დასჭირდება საუკეთესო თავდამსხმელის სამსახური.
მკითხველის კომენტარები / 21 /
უკრაინაზე სისულელეებს ნუ წერთ რა ვერავინ გაიხარა, ვისაც გახარება უნდოდა და ვარჯიში არ ეზარებოდა გაიხარა. ხელფასებიც კარგია და ქვეყანაც კარგია და ჩემპიონატიც კარგია და ფეხბურთელების გაზრდაც არ ეშლებათ. ჯობია ჩვენი ფეხბურთელები მაქსიმალურად უკრაინას მიაწვნენ ვისაც ვარჯიში არ ეზარება და მართლა წინსვლა უნდა
შაკო
23 მაისი 2016 11:33
0
ნუ ატეხავთ ჟურნალისტები ერთ ამბავს, კარგი ფორვარდია და წარმატებები სადაც არ უნდა წავიდეს
bebeto
20 მაისი 2016 16:45
0
tu am or klubs shoris eqneba mxolod archevani imedia kievshi wava.chempionatic normaluria da iqedan upro sheamchneven skautebi.tanac ukrainashi gansakutrebuli zeyutadgeba eqceva pizikas da tuwava imedia kievshi wava...klubsac seriozuli miznebiaq
666
20 მაისი 2016 13:15
0
ქვილითაიას წარმატებებს ვუსურვებ,ღმერთმა ქნას რონალდოს და მესის დონის გამხდარიყვეს,მისი წარმატებები ყველა ქართველს გაახარებს,მაგრამ ვნახოთ,დარჩეს კიდევ ერთი სეზონი დინამოში,მოძლიერდეს,გამოაჩინოს თავისი ნიჭი და თუ მართლა ნიჭიერია შემდეგ წავიდეს,მხოლოდ არა უკრაინაში და რუსეთში,ევროპაში წავიდეს,ჯერ მეორეხარისხოვან ჩემპიონატში,შემდეგ მას ყველა შენიშნავს და თუ მართლა ნიჭიერია ტოპ ჩემპიონატებშიც ათამაშებენ,მე არ მინდა გამეორდეს ის წარუმატებლობა,რაც ამ ცოტა ხნის წინ ანანიძის,ყენიას და მჭედლიძის მიმართებაში მოხდა,ხოლო უკრაინა და რუსეთი არის ქართველების დამღუპველი ქვეყნები,ამ ქვეყნებში ბოლო დროს ვერცერთმა ქართველმა ვერ გაიხარა.მასაშასადამე მე მინდა ქვილითაიას წარმატება,ოღონდ ის უნდა იყვეს ნაღდი ტალანტი,ამას დამტკიცება უნდა და მან ეს უნდა დაამტკიცოს.ძალიან ვთხოვ მას Dაფიქრდეს და თავს ნუ გაიფუჭებს,წარმატებები.
roma
20 მაისი 2016 12:40
0
კიდევ ერთი წელი უნდა დარჩეს. თუნდაც ეევროტურნირების საკვალიფიკაციოზეც დაამტკიცოს რა შეუძლიადა მერე იფიქროს წასვლაზე. მერამდენე ნიჭერი ფეხბურთელი უნდა გაფუჭდეს მაგ უკრაინა რუსეთში. შევეშვათ ტოპ 5-ზე ფიქრს. კიევის დინამოში რომ იყვეს სულ ძირითადში ჩვენი ნაკრებისთვის ესეც კარგია (გიოსთვისაც). ახლა წასვლით კი რისკია, რომ მცირე ტრავმის შემთხვევაშც კი სკამზე მოუწიოს ჯდომა და მერე იჯარები...
დათო
20 მაისი 2016 12:14
0
გულითადად ვურჩევ ამ ბიჭს სანამ ფორმაში არის და შესაბამისად მის მიმართ ინტერესს თუ კი მართლაც იჩენს ისეთი დონის კლუბი როგორიც დინამო კიევია უცილობლივ უნდა მიიღოს მან ეს გამოწვევა ზედმეტი ფიქრისა თუ მსჯელობის გარეშე და უნდა გადავიდეს იქ, საიდანაც უფრო მეტი და ძალიან რეალური შანსი აქვს
მოხვდეს თუნდაც ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატში და ასევე სისტემატიურად ითამაშოს ევრო ტურნირებზე . რამეთუ დარჩენის შემთხვევაში დინამო თბილისთან ერთად მისი რომელიმე ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრის შანსებს (რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს) მიზერულად ვაფასებ,
არ ჩამწიხლოთ ეხლა მე ესე ვფიქრობ და რეზულტატს 2-3 თვეში გავიგებთ. უბრალოდ არ მინდა კიდევ ერთი პერსპექტიული ფეხბურთელი დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ რისი მაგალითებიც უამრავი გვახსოვს. ეხლა უმთავრესია მისი სპორტული კიდევ უფრო ზრდა განვითარებისთვის და (პირველ რიგში
ამ ფორმის შესანარჩუნებლად) უფრო მაღალ დონეზე ასვლაში გამოიყენოს მან ეს ტრამპლინი გადავიდეს უკეთესს გუნდში და ჩემპიონატში. ესეთი კარგი შანსი ესეთი გუნდისგან მომდევნო სეზონის დასრულებლის შემდეგ შეიძლება აღარც კი მიეცეს ან მიეცეს და უბრალოდ დაგვიანებული იყოს ის.
ser
20 მაისი 2016 11:58
0
912-ს მერე დინამოს არაფერი დარჩება )) მაგას ვერ გაიგებ იქ წარმატებული იქნება თუ წარუმატებელი მაგრამ ფაქტია მილიონ ევროს არავინ გადაუხდის თუ ის ფეხბურთელი არ გამოიყენა და არ ათამაშა
guro
20 მაისი 2016 11:55
0
მთავარი და ყველაზე საგანგაშო უკრაინაში დამკვიდრებული სატრანსფერო პოლიტიკაა, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

დინანო, შახტარი და ნაკლებად დნიპრო და კარპატი კონტრაქტს უფორმებენ 60-70 ფეხბურთელს და არა იმისთვის რომ სჭირდებათ არამედ შემდეგ არენდით გასაშვებად სხვა უკრაინულ გუნდებში და კონტრაქტში ჩაუწერონ რომ ამ ფეხბურთელებს არ აქვთ უფლება "თავისი გუნდის" წინააღდეგ ითამაშოს.

შედეგად იღენებ შემდეგს მაგალითად შახტარი ეთამაშება მეტალურს რომელშიც შახტარის 10 ფეხბურთელი თამაშობს არენდით. შესაბამისად სეზონში 6 ქულა გარანტირებულია. და ასე მუშაობს ყველა წამყვანი გუნდი.

ასე რომ თუ ქვილითაია წავა კიევში დარწმუნებული უნდა იყოს რომ არენდაში გასაშვებად არ სჭირდებათ.
zaza
20 მაისი 2016 11:50
0
სად უნდა დარჩეს, გაუშვით ბიჭი, შანსს ნუ დააკარგვინებთ, რის ჩემპიონთა ლიგა, პირველი საკვალიფიკაციო ტური თუ გადალახა დინამომ დიდია, ცოდოა აშკარად ჩვენი ჩემპიონატისთვის
ბექა
20 მაისი 2016 11:39
0
რატო უნდა დარჩეს? არ გეცოდებათ მაინც? დინამო რომ ევროპაზე ვერ გავიდეს, მაგარ ფსიქოლოგიურ სტრესში ჩავარდება და სულ დაიკარგება.
მეორეს მხრივ სხვა ბიჭებისთვის მაგალითია. ანუ თუ ითამაშებ ჩემპში კარგად, შეგამჩნევენ.
უნდა წავიდეს, ყველასთვის აჯობებს.
rato
20 მაისი 2016 11:29
0

სიახლეები პოპულარული