მაგალითად, ბათუმის "დინამო" მარტვილის "მერანს" უმასპინძლებს და ძირითადი შემადგენლობით ითამაშებს.
ამასვე აპირებს ფოთის "კოლხეთი" ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის მებრძოლ ლანჩხუთის "გურიასთან" მატჩში, რომელიც სარაგბო სტადიონ "პარკი არენაზე" გაიმართება.
"ლანჩხუთი ჩვენი მეზობელი რაიონია და ბუნებრივია, მისი გავარდნა არ გაგვახარებს, მაგრამ სპორტული სამართლიანობა მოითხოვს, რომ ამ შეხვედრას სრული სერიოზულობით მოვეკიდოთ და ასეც იქნება.
ეს ამ სეზონში ბოლო საშინაო
არანაირი სურვილიც არ გვაქვს, ჩვენი გულშემატკივრის წინაშე ნახევარი ძალით ვითამაშოთ და ჩვენზე იეჭვონ. ეს შეურაცხმყოფელი იქნება", - ამბობს ფოთელთა მთავარი მწვრთნელი გელა სანაია.
* * *
საჩხერის "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა სოსო ფრუიძემ "ლელოს" განუცხადა, რომ თერჯოლის "საპოვნელას" მატჩი მისთვის და მისი გუნდისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია: "რა თქმა უნდა, სატურნირო თვალსაზრისით, ამ შეხვედრას აზრი დაკარგული აქვს, მაგრამ ეს ჩვენი პრესტიჟის მატჩი იქნება. დავიცავთ სამართლიანი თამაშის პრინციპს".
* * *
მნიშვნელოვანია "ცხინვალი"-"ლოკომოტივის" მატჩიც, რადგან ჟერარდ სარაგოსა მულეტის გაწვრთნილები სახიფათო ზონაში არიან და თუ ვერ მოიგებენ, შესაძლოა, უმაღლეს ლიგას დაემშვიდობონ. მოტივირებულ "ლოკომოტივს" უმოტივაციო "ცხინვალთან" უმძიმესი 90 წუთი ელის. კლუბი განცხადების გაკეთებას აპირებდა. საქმე ისაა, რომ "ლოკომოტივის" ბედი გორის "დილასა" და "ზუგდიდის" თამაშის შედეგზეც იქნება დამოკიდებული. თბილისელებისთვის მნიშვნელოვანია, რა დამოკიდებულება აქვთ გორელებს ამ თამაშის მიმართ.
"დილამ" ევროპალიგის საგზური მოიპოვა, თბილისელებმა კი შეიტყვეს, თითქოს, ექსჩემპიონი ბოლო ტურში "ზუგდიდთან" ახალგაზრდული შემადგენლობის დაყენებას აპირებს.
მაგრამ "ლოკომოტივის" წარმომადგენელს "დილას" დირექტორი გიორგი ტუღუში დაუკავშირდა და აცნობა, რომ შესაძლოა, გორელთა შორის ორიოდე ახალგაზრდამ ითამაშოს, თუმცა, სატურნირო მდგომარეობის მიუხედავად, ამ შეხვედრას მაინც სერიოზულად მიუდგებიან.
* * *
ერთ-ერთი მიზეზი, ევროპის წამყვანი ლიგები ინტერესს ბოლომდე რომ არ კარგავენ, ინტრიგაა. იქ ბოლო ტურამდე ყველა ყველას ეომება. საერთოდაც, ეროვნულ ჩემპიონატს პატივი, უპირველესად, ჩვენ უნდა ვცეთ. ჩვენი ჩემპიონატი კი კარგა ხანს იმდენად პროგნოზირებადი იყო, ინტრიგა თითქმის აღარ იყო. ასეთი ფეხბურთი არავის დააინტერესებს.კვირას ბოლო ტურის შეხვედრებს ქვედა საფეხურზე მყოფი გუნდებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და გაირკვევა, უმაღლეს ლიგაში ვინ დარჩება და ვინ გავარდება. კლუბების წარმომადგენლების ლაპარაკი გვაიმედებს, რომ "ფეარ პლეის" პრინციპებს დაიცავენ. ასეთი მიდგომა ეროვნულ ჩემპიონატს აუცილებლად წაადგება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"