ლევან კობიაშვილმა ჩემპიონატის მატჩში მანიპულაციები გამოავლინა

AutoSharing Option
დღეს, 20 მაისს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედიადარბაზში, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საგანგებო პრესკონფერენცია გამართა.

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა განცხადება მატჩის მანიპულაციასთან დაკავშირებით გააკეთა, რომელიც საქართველოს ჩემპიონატის პირველ ლიგაში გამოვლინდა.

სფფ-ის ხელმძღვანელობამ საეჭვოდ ხობის "კოლხეთისა" და ქედის "ბეთლემის" შეხვედრა მიიჩნია, რომელიც "კოლხეთის" გამარჯვებით, 4:1 დასრულდა. შედეგად, "ბეთლემის" 4 მოთამაშეს და მწვრთნელის ასისტენტს სამუდამოდ აეკრძალებათ ფეხბურთში მოღვაწეობა, ხოლო "ბეთლემი" მოიხსნება გათამაშებიდან, დაქვეითდება ქვედა დივიზიონში და დაეკისრება ჯარიმა 50 ათასი ლარის ოდენობით.

"პირველ რიგში, მსურს აღვნიშნო, რომ
ჩვენთვის ნამდვილად არ არის სასიამოვნო, რომ ამ თემაზე მიწევს საუბარი. აქედან გამომდინარე, ვწუხვარ... მსგავს ფაქტებს, რომლებიც მთლიანობაში აზიანებს ქართულ ფეხბურთს, ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგება. სანამ ფედერაციის პრეზიდენტი გავხდებოდი, მანამდეც ვამბობდი, რომ ხალხი, რომელიც 24 საათის მანძილზე ვზრუნავთ ქართულ ფეხბურთზე, ვფიქრობთ მის მომავალზე, არ შევეგუებოდით ამ ყველაფერს...

ვინც უნდა იყოს გარეული, მსგავს ფაქტებზე ფეხბურთის ფედერაცია თვალს არ დახუჭავს. ეს ყველაფერი საერთო ქართულ საქმეს დიდ ზიანს აყენებს. ყველა თამაშს ვესწრებით და ვაკვირდებით, თუ რა და როგორ ხდება.

კონკრეტულ ფაქტზე გადავალ - ეს ეხება ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის 2016 წლის 10 მაისს გამართულ მატჩს. ხმების საფუძველზე, მოვითხოვეთ ამ თამაშის ვიდეოჩანაწერი. რთული იყო ვიდეოს მოპოვება, მაგრამ შევძელით და მისი გაცნობის შემდეგ გადავწყვიტეთ, სადისციპლინო კომიტეტთან ერთად მიგვეღო სანქციები.

ხობის "კოლხეთსა" და "ბეთლემს" შორის საფეხბურთო მატჩში დაირღვა სპორტული სამართლიანობის წესი. "ბეთლემის" მხრიდან ადგილი ჰქონდა შედეგსა და მიმდინარეობაზე მანიპულირებას, რაც გამოისახა ავტოგოლში, ბრძოლისთვის თავის არიდებასა და მწვრთნელის მიერ უმოქმედობაში.

მიღებული გადაწყვეტილების თანახმად:

1. ქედის "ბეთლები" რანგით ქვედა ლიგაში დაქვეითდა.

2. გუნდს დაეკისრა ჯარიმა 50 000 ლარი.

3. ფეხბურთელებს: ლევან ბეთქაშევს, კარენ მაკარიანს, თეიმურაზ ხარებავას და არჩილ ბაჯელიძეს სამუდამოდ აეკრძალათ ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

4. მწვრთნელ-ასისტენტს, რომან ქობულაძეს სამუდამოდ აეკრძალა ფეხბურთში მონაწილეობა/საფეხბურთო საქმიანობა.

ვიდეომასალები გადმოგეცემათ ჟურნალისტებს და თავადაც ნახავთ, რაც ხდებოდა იმ მატჩზე.

მე ვარ გარანტი, რომ სხვა თამაშებზეც თუ დაფიქსირდება მსგავსი შემთხვევა, ყველა მკაცრად დაისჯება", - განაცხადა პრეზიდენტმა.

რედაქციისგან: sportall.ge სფფ-ის მიერ მოწოდებულ ვიდეოს უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს.
მკითხველის კომენტარები / 19 /
გარიგებაში ორი მხარე მონაწილეობს. ერთ მხარეს დაეკისროს ჯარიმა,ჩამოქვეითდეს დაბალ ლიგაში, ფეხბურთელებს აუკრძალო თამაში სამუდამოდ და მეორე მხარე არ დასაჯო სადაური სამართალია? იქნებ ვინმემ გამცეს პასუხი
ზურა
14:00 21-05-2016
0
იქნებ ზველი მატცჰებიც გენახატ არაა ზნელი და მერე
ra azri aqvs
12:58 21-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული