უმაღლესი ლიგიდან გავარდნილი ორი გუნდის ვინაობა ცნობილია

AutoSharing Option
22 მაისს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის 2015/16 წლების სეზონის ბოლო, 30-ე ტურის მატჩები გაიმართა.

გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც მომდევნო სეზონში პირველ ლიგაში ითამაშებენ. ესენია: მარტვილის "მერანი" და თერჯოლის "საპოვნელა".

სატურნირო ცხრილში ბოლო ადგილი 21 ქულით თერჯოლის "საპოვნელამ" დაიკავა, რომელმაც ბოლო ტურში საჩხერის "ჩიხურასთან" სტუმრად ანგარიშით 2:3 წააგო. ბოლოს წინა ადგილი 23 ქულით მარტვილის "მერანმა" დაიკავა, რომელმაც ბათუმის "დინამოსთან" სტუმრად უგოლო ფრე ითამაშა.

ასევე 23 ქულა დაუგროვდა "ზუგდიდს". ზუგდიდელები ცხრილში მე-14 ადგილზე გავიდნენ და უმაღლეს ლიგაში დარჩენისთვის გადათამაშებაში
მიიღებენ მონაწილეობას.

ივანწმინდა, ცენტრალური სტადიონი
ჩიხურა-საპოვნელა 3:2
გოლები: 1:0 თორნიკე კირკიტაძე, 2:0 ლაშა ჩიკვაიძე (64), 2:1, 2:2 გიორგი ბუხაიძე (81, 85), 3:2 თორნიკე მუმლაძე (95)

თბილისი, "მიხეილ მესხი" სათადარიგო
ცხინვალი-ლოკომოტივი 1:1
გოლები: 1:0 ირაკლი ლეკვთაძე, 1:1 მამია გავაშეიშვილი (77)

ფოთი, "პარკი არენა"
კოლხეთი-გურია 0:1
გოლი: 0:1 გიორგი გამყრელიძე (90)

ქობულეთი, "ჩელე არენა"
დინამო (ბთ)-მერანი 0:0

გორი, "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-ზუდიდი 3:0
გოლი: 1:0 ირაკლი მოდებაძე (პენ. 14), 2:0, 3:0 ოთარ მარცვალაძე (61, 74)

თბილისი, ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენა"
დინამო (თბ)-შუქურა 1:0
გოლი: 1:0 ვახტანგ ჭანტურიშვილი (88)

სამტრედია, "ეროსი მანჯგალაძე"
სამტრედია-სიონი 1:2
გოლები: 0:1 დიმიტრი ტატანაშვილი (48), 0:2 ჯემალ გოგიაშვილი (ავტ. 52), 1:2 ავთო ენძელაძე 85

ქუთაისი, "რამაზ შენგელია"
ტორპედო-საბურთალო 5:0
გოლები: 2:0 ოლეგ მამასახლისი (7), შოთა ბაბუნაშვილი (44), 3:0 ირაკლი კლიმიაშვილი (53), 4:0 თორნიკე კაპანაძე (66), 5:0 შალვა ფურცხვანიძე (72)

უმაღლესი ლიგის სატურნირო ცხრილი

გუნდი თ ქ
დინამო თბ 30 76
სამტრედია 30 63
დილა 30 62
ჩიხურა 30 57
სიონი 30 50
ტორპედო 30 48
ცხინვალი 30 46
დინამო ბთ 30 44
საბურთალო 30 39
შუქურა 30 35
გურია 30 27
კოლხეთი ფ 30 27
ლოკომოტივი 30 25
ზუგდიდი 30 23
მერანი 30 23
საპოვნელა 30 21

სტატისტიკა და ცხრილი მომზადებულია gff.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 8 /
თუ არ დაიშალა ყველაზე პერსპექტიულია ტორპედო,მთლიანად საქართველოში ძირითადად კი იმერეთისა და სამეგრელოს რეგიონებში ბევრია ტალანტები და მებრძოლი ბიჭები.სელექციაში თუ არ ჩაერევიან ნათლიები და მამიდაშვილები 2-3 წელიწაში კარგი კლუბები გვეყოლება
მურთაზი
15:59 23-05-2016
0
ცეცაძემ დაასვენა მტელი გუნდი და იმ პეხბურტელებს მიცა შანსი ვინც ვერ ხვდება ძირიტადში, მაგრამ წააგეს. ასე რო იმ პეხბურტელებს პრეტენზია აგარ ექნებატ ძირიტადში ტამაშის მომავალში. კარგი იქნებოდა მოეგო, მაგრამ მოხდა ეგრე... ამის გამო ნუ შევქმნიტ პარნიკას..ცეცა მაგარი კაცი ხარ..
dato
15:04 23-05-2016
0

სიახლეები პოპულარული