ხობის "კოლხეთი" "ზუგდიდთან" სათამაშოდ აუცილებლად გავა

AutoSharing Option
ხობის "კოლხეთის" დირექტორის, კობა კობახიძის თქმით, 29 მაისს გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილისთვის გადათამაშების შეხვედრას "ზუგდიდის" წინააღმდეგ აუცილებლად გამართავს.

შეგახსენებთ, რომ უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად, მე-14 ადგილზე გასულ "ზუგდიდს" გადათამაშება მოუწევს პირველი ლიგის მესამეადგილოსანთან. მარცხის შემთხვევაში, ზუგდიდელები პირველ ლიგაში დაქვეითდებიან, მაგრამ თუ "კოლხეთმა" მოიგო თამაში, ის უმაღლეს ლიგაში ლიცენზიის არქონის გამო ვერ გადმოვა, უმაღლესში კი 13 გუნდი დარჩება.

ულიცენზიოდ დარჩენილმა "ლიახვმა" და "ვიტ ჯორჯიამ" სარჩელები ტრიბუნალში შეიტანეს და პასუხებს ელიან.

ჩვენი ინფორმაციით, ტრიბუნალი საბოლოო გადაწყვეტილებას 31 მაისს მიიღებს, რის შემდეგაც ფეხბურთის ფედერაცია
ახალი ჩემპიონატის ფორმატს წარადგენს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ს.ფ.ფ წარმომადგენლებო მესმის თქვენი, თქვენ გინდათ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა იყოს ყველაზე ძლიერი ჩემპიონატი, და, როგორიც ხობის კოლხეთია ისეთი გუნდებით არ გინდათ აავსოთ ცხრილი, მაგრამ ფეხბურთის უკეთ განვითარება თუ გნებავთ, სანამ იმ ახალ პროგრამას განახორციელებთ მიეცით შანსი საფეხბურთო ტრადიციის მქონე გუნდს ხობის კოლხეთს უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება, ტრადიციები ბევრს ნიშნავს, ხობში არიან ფეხბურთი მაგარი ქომაგები, როდესაც ყველა მეგრულ გუნდს ბოლო წლებში ნათამაშები აქვს უნმაღლესი ლიგა, ხობის კოლხეთმა რა დააშავა ერთხელ მასაც რომ მიცეთ შანსი? ამ კლუბის თამაშზე ბევრი ერთგული გულშემატკივარი დადის, ამდენი ქომაგი თქვენ ნაქებ გაპიარებულ კლუბების თამაშებზე არ დადის. ფეხბურთი განვითარდება ხალხთან ერთად, უსმინეთ ხალხს მათი აზრი და პოზიცია ბევრს ნიშნავს. ლევან კობიაშვილის იმედი მაქვს, ის სათითაოდ გაანალიზებს ამ ყველაფერს და ოპტიმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს!
დიმიტრი
15:03 24-05-2016
0
ხობის "კოლხეთი" უმაღლეს ლიგაში ნამდვილად იმსახურებს თამაშს,ვინაიდან ის იქიდან არც არასდროს გამოვარდნილა, მას ხომ პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოუწია უმაღლესი ჯგუფის დატოვება, ძმათამკვლელი ომის დროს, მაშინ როცა ხობი საომარ პოლიგონად იყო გადაქცეული და კლუბის ბაზაც მაშინ გაპარტახდა და გავერანდა....
ლადო
11:31 26-05-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული