როგორც ირკვევა, 62 წლის მწვრთნელმა, რომელიც ბელგიის მოქალაქეა, წინადადება ლიეჟის "სტანდარდიდან" მიიღო და ამ კლუბის 21-წლამდელთა გუნდს გაწვრთნის.
"მე აქ აღარ ვიმუშავებ. ეს ჩემი სურვილიც იყო და კლუბის ხელმძღვანელობისაც.
საერთოდ, ნორმალურ ევროპულ კლუბებში ასეთი წესია: მარტის ბოლოს ან აპრილის დასაწყისში მწვრთნელი და კლუბის ხელმძღვანელობა სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ლაპარაკობენ.
წლების წინ, ქუთაისის "ტორპედოდან" პირველად რომ წავედი, საქართველოსთან კავშირებს მაინც ვინარჩუნებდი. არიან ადამიანები, რომლებთან ურთიერთობაც მსიამოვნებს და მიხარია.
როცა აქ ხელახლა მომიწვიეს, მეგონა, ხანგრძლივი მუშაობა მომიწევდა და "ტორპედოდან" პირდაპირ პენსიაზე გავიდოდი... მაგრამ ასე არ მოხდა. ასე რომ, დროებით! მივდივარ! მაგრამ ორ-სამ წელიწადში რა მოხდება, არავინ იცის", - თქვა შტელინმა.
შეგახსენებთ, რომ ალექსანდრ შტელინი ქუთაისის "ტორპედოს" მთავარ მწვრთნელად ხელმეორედ შარშან ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის ქუთაისში 2001-03 წლებში მუშაობდა.
ალექსანდრ შტელინთან ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ