ცხადია, ის ფაქტი, რომ "დილა" უცხოურ შეკრებაზე ვერ მიემგზავრება, კლუბის არასახარბიელო ფინანსური მდგომარეობით არის გამოწვეული. ჩვენი ინფორმაციით, "დილაში" მნიშვნელოვნად მცირდება ხელფასები და ისიც საკითხავია, შეძლებს თუ არა ევროთასებისთვის გუნდი შემადგენლობის შენარჩუნებას.
"დილას" პრესსამსახურმა მოგვაწოდა იმ ფეხბურთელების ვინაობა, რომლებმაც კლუბის მიერ გამართულ პირველ ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა:
ელიაური, ჩხიკვაძე, კაპანაძე, საბაძე, წიქარიძე, მარცვალაძე, სამხარაძე, მუჯრიშვილი, ძარია, ქარქუზაშვილი, რაზმაძე, ფალავანდიშვილი,
ალბათ, მიაქცევდით ყურადღებას, რომ "დილასთან" ერთად ივარჯიშა ლუკა რაზმაძემ, რომელიც, შესაძლოა, "თენგიზ ბურჯანაძეზე" დაბრუნდეს.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
იმედია სამტრედია და ჩიხურაც იმასვე იზამენ.