საჩხერის "ჩიხურა" ავსტრიულ შეკრებაზე 9 ივნისს გაემგზავრება

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურა" უკვე შეიკრიბა და ახალი სეზონისა და ევროთასისთვის მზადებას შეუდგა. შეგახსენებთ, რომ "ჩიხურას" მეტოქე 20 ივნისს ნიონში გასამართი წილისყრისას გაირკვევა.

ცნობილი გახდა, რომ საჩხერელები უცხოურ შეკრებაზე 9 ივნისს, კერძოდ, ავსტრიაში გაემგზავრებიან, სადაც სოსო ფრუიძე შეგირდებს ორი კვირის განმავლობაში მოამზადებს. დაგეგმილია 6 ამხანაგური მატჩიც.

შეგახსენებთ, რომ "ჩიხურას" დაუბრუნდნენ თორნიკე გრიგალაშვილი (გერმანიის "შვარც ვაის რეედენიდან"), დიმიტრი ტატანაშვილი (ბოლნისის "სიონიდან"), გიორგი გაბედავა (ბათუმის "დინამოდან").

ასევე, გუნდს გააძლიერებენ გამოცდილი მეკარე კოკა სეფიაშვილი (ფოთის "კოლხეთიდან"), ლევან კაკუბავა, ირაკლი ლექვთაძე და გიორგი ივანიშვილი (ყველა -
"ცხინვალიდან"), პლუს, თბილისის "დინამოდან" იჯარით აყვანილი საბა ლობჟანიძე.

"ჩიხურას" პრესსამსახურის ცნობით, ამჟამად გუნდში 19 ფეხბურთელი ირიცხება და ევროპალიგის დაწყებამდე გაძლიერება კიდევ იგეგმება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული