გორის "დილას" 25 წლის ფეხბურთელი ავტოავარიაში მოყვა და კომაშია

AutoSharing Option
გორის "დილას" ნახევარმცველი გიორგი თექთურმანიძე ავტოავარიაში მოყვა და მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. ავტოსაგზაო შემთხვევა 7 ივნისს, ლანჩხუთის სიახლოვეს მოხდა - ფეხბურთელის ავტომობილი სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

გორის "დილას" წარმომადგენელთა ინფორმაციით, 25 წლის ფეხბურთელი თავის ტვინის დაზიანებით, თბილისში, ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. ამჟამად ფეხბურთელი სტაბილურ კომატოზურ მდგომარეობაშია, აღენიშნება შეშუპება 20 მგ სისხლის ოდენობით. მედიკოსთა განცხადებით, კრიტიკული პერიოდი შემთხვევიდან 72 სთ-ის განმავლობაში გრძელდება და თუ ამ ხნის განმავლობაში მდგომარეობა შენარჩუნდება, პროცესი უკეთესობისკენ წავა.

გიორგი თექთურმანიძეს, გორის "დილას" გარდა, სხვადასხვა დროს ცხინვალის "სპარტაკში", თბილისის "დინამოში",
რუსთავის "მეტალურგსა" და თბილისის "ლოკომოტივში" უთამაშია. გიორგი გამოდიოდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებშიც.
მკითხველის კომენტარები / 5 /
ღმერთო დაიფარე
0
ამინ ღმერთმა უშველოს
პაატა
23:13 08-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული