კობა ჟორჟიკაშვილი: შესაძლოა, "ტორპედოში" ლეგიონერები დავიმატოთ

AutoSharing Option
ქუთაისის "ტორპედო" დაკომპლექტებას აგრძელებს. კლუბის პრესსამსახურის ცნობით, კონტრაქტი კიდევ ორ ფეხბურთელს გაუგრძელეს - თავდამსხმელი ოთარ კვერნაძე და მეორე წრეში პირველი ლიგის ბინადარ "რუსთავში" იჯარით წასული მეკარე ტარიელ ხაინდრავა გუნდში კიდევ წელიწად-ნახევრით დარჩებიან.

ამასთან, "ტორპედო" ორ მცველსაც შეელია - ზურაბ ფანცხავა წყალტუბოს "სამგურალში" იჯარით ითამაშებს, ხოლო ალეკო ნაცვლიშვილმა "ტორპედო" დატოვა. საინტერესოა, რომ საკონტრაქტო ვადა ამოეწურათ და "ტორპედოში" აღარ იმუშავებენ გუნდის უფროსი ჯამბულ (პაპუნა) მელაძე და სპორტული მენეჯერი ლევან სილაგაძე.

მოსამზადებელი ეტაპის გეგმები ქუთაისური კლუბის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა კობა ჟორჟიკაშვილმა გაგვანდო:

"ჩვენ
გაძლიერება გვსურს და შესაძლოა, პრობლემატურ პოზიციებზე ლეგიონერები დავიმატოთ. ჯერჯერობით, სხვა სატრანსფერო სიახლეებზე ვერაფერს გეტყვით.

მომზადების დაწყება ივნისის შუა რიცხვებში გვსურს. თუ უცხოეთში წავალთ, ეს ჩემპიონატის დაწყებამდე 20 დღით ადრე აჯობებს, ანუ ივლისში, და სავარაუდოდ, იმ ევროპულ ქვეყნებში, სადაც ზაფხულში კარგი მოსამზადებელი პირობებია - სლოვენიაში, უნგრეთში ან ავსტრიაში", - ამბობს ჟორჟიკაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოაშორეთ ეს კვერნაძე ღმერთი არ გწამთ ????? აზრზე არააა საერთოდ.. კაპანაძე ჯობია ცალი ფეხით.. რა ყავს ამნაირი პატრონი რო ვერ ელევიან.. ჰე დაბლოკეთ ეხლა ეს კომენტარიი
რომა
21:37 11-06-2016
0
რატო არსად არ იწერება სპონსორი მართლა მოდის თუ ისევ სახელმწიფო დაფინასებით იქნება ქუთაისის ტორპედო
giga
18:21 08-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული