გორის "დილამ" სპარინგები დაგეგმა - საქართველოში "გაბალა" და "შირაქი" მოდიან

AutoSharing Option
გორის "დილა" სეზონის განახლებისათვის მშობლიურ ქალაქში ემზადება. მოგეხსენებათ, ქართლელები სულ მალე ევროპალიგის გათამაშებაში ჩაებმებიან. უჩა სოსიაშვილის გუნდი, სამწუხაროდ, უცხოურ შეკრებაზე გამგზავრებას ვერ ახერხებს.

სამაგიეროდ, საკონტროლო მატჩების განრიგი უკვე ჩამოწერილია. 13 ივნისს "დილა" მშობლიურ "თენგიზ ბურჯანაძეზე" ევროპალიგის მონაწილე კიდევ ერთ ქართულ კლუბს, "სამტრედიას" უმასპინძლებს. ეს საინტერესო ამხანაგური შეხვედრა 18 საათზე დაიწყება.

18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", გორელები აზერბაიჯანულ "გაბალასთან" მოსინჯავენ ძალებს. 20 ივნისს "დილა" საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, 23 ივნისს კი იქვე სომხურ "შირაქს" დაუხვდება.

"სამტრედიის" მსგავსად, ევროპალიგაზე "გაბალა" და
"შირაქიც" ითამაშებენ. შეგახსენებთ, "გაბალამ" შარშან თბილისის "დინამო" დაითხოვა ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან, მერე კი თავად ამ ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა.

შეგახსენებთ, რომ ევროპალიგაზე "დილა" განთესილთა შორისაა, რაც იმის წინაპირობაა, რომ გორელებს შედარებით იოლი მოწინააღმდეგე შეხვდებათ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
აბა სამტრედია 7 ივნისიდან ზბორებზეაო საზღვარგარეთო?
jarji21
14:44 09-06-2016
0
თუ კვასხვადზე ბათუმში გადავიდა ინვესტორები დააკენონ ტორპედოს კარებში.
გოგი
14:59 09-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული