გამგზავრებამდე "სამტრედიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა 13 ივნისს, გორში, "დილასთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ და გუნდის ახალწვეულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანეს.
საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.
გია ცეცაძის გუნდის მეტოქე 20 ივნისს გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. "სამტრედია" მატჩებს 30 ივნისსა და 7 ივლისს გამართავს.
(იბეჭდება მცირე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"