"სამტრედია" ევროპალიგაზე საშინაო მატჩს ზესტაფონის სტადიონზე ჩაატარებს

AutoSharing Option
ევროპალიგაზე გასულმა "სამტრედიამ", რომელიც გათამაშებაში პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაებმება, სეზონისთვის მზადება სამშობლოში დაიწყო, დღეს, 14 ივნისს კი ევროპულ შეკრებაზე, სლოვენიაში გაემგზავრება.

გამგზავრებამდე "სამტრედიამ" მოსამზადებელი ეტაპის პირველი საკონტროლო შეხვედრა 13 ივნისს, გორში, "დილასთან" გამართა და 2:0 გაიმარჯვა. გოლები ბუდუ ზივზივაძემ და გუნდის ახალწვეულმა ბაჩანა არაბულმა გაიტანეს.

საბოლოოდ გადაწყდა, რომ საქართველოს ვიცე-ჩემპიონები ევროპალიგის საკვალიფიკაციო ეტაპის საშინაო მატჩს ზესტაფონში, დავით აბაშიძის სახელობის სტადიონზე ჩაატარებენ.

ია ცეცაძის გუნდის მეტოქე 20 ივნისს გასამართ წილისყრაზე გამოვლინდება. "სამტრედია" მატჩებს 30 ივნისსა და 7 ივლისს გამართავს.

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი შეტევა ყავს სამტრედიას..ზივზივაძე,ჯიქია,არაბული,რაჟამაშვილი..დაცვაზე და ნახევარდაცვაზე,აგარ ვსაუბრობ..ტრენერი ხო საერთოდ სუპერ... ენდელაძე დააკლდებათ ძალიან..
0
ყოჩაღ სამტრედიას,დილას ზედიზედ 3-ჯერ მოუგო ერთ სეზონში(2-ჯერ გორში) მართლაც რთული საქმეა, წარამატებებები სამტრედიას ევრო ტურნირებზე,და მასთან ერთად ყველა ქართულ კლუბს...
romandro
13:25 14-06-2016
0

სიახლეები პოპულარული