ქუთაისის "ტორპედო" მზადებას ბაქარ მირცხულავას გარეშე იწყებს

AutoSharing Option
დღეს ქუთაისის "ტორპედო" გარდამავალი ეროვნული ჩემპიონატისთვის მზადებას იწყებს. კობა ჟორჟიკაშვილი ფეხბურთელებს პირველად შეკრებს და ავარჯიშებს.

ტორპედოელთა პრესსამსახურის ცნობით, გუნდის ახალი თავკაცი მომავალი კვირიდან ორჯერად ვარჯიშებზე გადასვლას გეგმავს. ჟორჟიკაშვილი მალე წარადგენს "ტორპედოს" განახლებულ სამწვრთნელო შტაბს. უახლოეს პერიოდში კი გუნდი ახალი მოთამაშეების დამატებას აპირებს.

აქვე გეტყვით, რომ ტორპედოელებს ბაქარ მირცხულავა გამოაკლდათ, რაც მოულოდნელი ამბავია. კლუბის განცხადებით, 24 წლის ცენტრალური მცველი კლუბიდან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წავიდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული