სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

AutoSharing Option
"დილა" სულ მალე ჩაერთვება ევროპალიგის გათამაშებაში. მართალია, გორელები პირველ ეტაპზე განთესილთა შორის არიან, მაგრამ ეს სულაც არ იძლევა იმის გარანტიას, რომ გუნდი ამ ეტაპს გადალახავს...

არცთუ სახარბიელო დღევანდელობა
არაერთხელ დაგვიწერია - " დილაში" ამჟამად უმძიმესი ფინანსური მდგომარეობაა. თუ არაფერი შეიცვალა, ევროტურნირების დაწყებამდე ან ევროასპარეზიდან გავარდნის შემდეგ გუნდს დატოვებენ ლიდერები - ოთარ მარცვალაძე, გუგა ფალავანდიშვილი, დავით კვირკველია, ირაკლი ძარია და სხვები.

ამ ეტაპზე ფეხბურთელებს გუნდში მთავარი მწვრთნელის, უჩა სოსიაშვილის თხოვნა და პატივისცემა აკავებთ, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება, რომ 500-ლარიან კონტრაქტზე მთელი სეზონის განმავლობაში
გამოცდილი ფეხბურთელი ვერ ითამაშებს.

"დილას" ლიდერებს კი ვარიანტები საკმაოდ აქვთ. მაგალითად, მარცვალაძეს ერთ-ერთი უცხოური გუნდი იწვევს. რაც შეეხება კვირკველიას, ბათუმის "დინამოში" მისი გადასვლა გადაწყვეტილი ამბავია, თუმცა ფეხბურთელმა ანგარიში გაუწია "დილას" ხელმძღვანელობის თხოვნას და ევროთასებზე გორულ კლუბს შეეშველება.

ახალწვეულია ფლანგის ნახევარმცველი გრიგოლ დოლიძე. ის გორულ კლუბში ადრე უკვე თამაშობდა. ერთი კია: დიდი ალბათობით, ევროთასების შემდეგ დოლიძეც დატოვებს გუნდს და თავის გზას მონახავს.

ფრიად სანდო წყარომ გაგვიმხილა, რომ "დილას" ევროთასებისთვის ქუთაისის "ტორპედოდან" ორი ფეხბურთელის დამატება სურდა. მცდელობის მიუხედავად, ვერ მოხერხდა გიორგი ქიმაძისა და როინ კვასხვაძის ტრანსფერები. არადა, ეს ფეხბურთელებიც მხოლოდ ევროთასებზე დაეხმარებოდნენ "დილას", რაც შედარებით გააძლიერებდა გორელთა პოტენციალს. საბოლოო ჯამში, ქიმაძე და კვასხვაძე ქუთაისურ კლუბში დარჩნენ.

ამასობაში, "დილამ" პირველი ამხანაგური მატჩი ჩაატარა და "სამტრედიასთან" შინ 0:2 დამარცხდა. სოსიაშვილის გუნდში ითამაშა კამერუნის 23-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ჯენგ-ჯენგ კრისტიანმა. გუშინ კი გავიგეთ, რომ გორელთა მთავარმა მწვრთნელმა საჭიროდ არ ჩათვალა აფრიკელი ფეხბურთელის გუნდში დატოვება.

გორელები შეკრებას 17 ივნისიდან იწყებენ. მომდევნო ამხანაგურ მატჩს "დილა" 18 ივნისს, თბილისში, "მიხეილ მესხზე", აზერბაიჯანულ "გაბალასთან" გამართავს, 20 ივნისს საკუთარ მოედანზე "ვიტ ჯორჯიას" მიიღებს, ხოლო 23 ივნისს სომხურ "შირაქს" უმასპინძლებს.

სინათლე გვირაბის ბოლოს
ამასობაში, გამოჩნდა სინათლე გვირაბის ბოლოს. როგორც სანდო წყარომ შეგვატყობინა, "დილას" შეძენით სერიოზული ებრაული ბიზნესჯგუფი დაინტერესდა. ეს არის ოთხკაციანი ჯგუფი და ისინი უკვე შეხვდნენ როგორც "დილას" წარმომადგენლებს, ისე შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს.

მოგეხსენებათ, "დილა" ამჟამად სახელმწიფო ბალანსზეა, სახელმწიფოს კი ძალიან უნდა აწყობდეს კლუბში სოლიდური კერძო ინვესტორის გამოჩენა. ჯერ ერთი, ამით ის ტვირთს შეიმსუბუქებს და მეორეც - ქართულ ფეხბურთში ახალი კერძო ინვესტორი თუ გამოჩნდა, ამ საქმეში წვლილს სახელმწიფოც გაიღებს.

ჩვენი ინფორმაციით, ებრაელი ბიზნესმენები მზად არიან, კლუბიც დააფინანსონ და ინფრასტრუქტურაც განაახლონ. იგეგმება ფეხბურთელების საცხოვრებელი კორპუსის, საცურაო აუზის, კვების ბლოკის მშენებლობა და ასე შემდეგ...

გარდა ამისა, მისასალმებელია ებრაელი ბიზნესმენების ნებაც - ისინი მზად არიან, სახელმწიფოს კლუბზე კონტროლის მექანიზმი მაინც დაუტოვონ.

მას შემდეგ, რაც ჩვენი ინფორმაცია "დილაში" დაგვიდასტურეს, "ლელო" დაუკავშირდა შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელს, სოსო ოქრომელიძეს, რომელმაც "დილასა" და, ზოგადად, ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დამაიმედებელი ინფორმაცია მოგვაწოდა:

"მოლაპარაკება მიმდინარეობს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მივიდეთ ისეთ გადაწყვეტილებამდე, რომელიც გაახარებს "დილას" და ქართული ფეხბურთის ქომაგს.

ვმსჯელობთ, როგორ შეიძლება მოხდეს ეს ყველაფერი. არაფერია გამორიცხული. ეგაა, სახელმწიფომ კლუბზე კონტროლის რაღაც მექანიზმი მაინც უნდა შეინარჩუნოს, რადგან, თავადაც იცით, სახელმწიფოს მხრიდან ხდება კლუბების დახმარება", - გვითხრა ოქრომელიძემ.

* * *
დიდი იმედი გვაქვს, რომ ქართულ საკლუბო ფეხბურთს კიდევ ერთი კერძო ინვესტორი დაემატება, მათი რაოდენობა დღეს ხომ ასე მცირეა. იმისიც გვჯერა, რომ სახელმწიფოს მესვეურები ყველანაირად შეუწყობენ ხელს ფეხბურთით დაინტერესებულ ებრაელ ბიზნესმენებს.

რაც მთავარია, იმისიც გვჯერა, რომ პოტენციურ ინვესტორებს მართლა გულით უნდათ საქმის კეთება...

გორული ფეხბურთის ისტორიაში ყოფილა შემთხვევები, როცა ინვესტორს კლუბის შეძენა ნდომებია და მთელი რიგი არცთუ ობიექტური მიზეზების გამო გარიგება ჩაშლილა. გვინდა გვჯეროდეს, რომ ახლა ასე აღარ მოხდება და საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში კიდევ ერთი ძლიერი და წელში გამართული კლუბი იქნება, მანამდე კი ამ კლუბს ქვეყნის ღირსება ევროტურნირებში აქვს დასაცავი...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 51 /
ჩავჩუმდა ხო ეს საქმე? "კონტროლის მექანიზმები" გეჭიროთ მაგრად, არ გაგივარდეთ ხელიდან
ირისტონ
23 ივნისი 2016 11:28
0
ლევან-დოვკო მეგობარო, შენი ნათქვამიდან ისე გამოდის, რომ იმიტომ ყიდულობენ დილას, რომ გორზე და გორის ფეხბურთზე ამოსდით მზე და მთვარე!
-განა შეიძლება სულ, მთელი სიცოცხლე ცრუობდეს ადამიანი?
Shoda
17 ივნისი 2016 14:35
0
ეს არის ბოლო შანსი, თუ გააქციეს ეს ხალხი საბოლოოდ ჩაკვდება ფეხბურთი გორში
გიხაროდენ
ლევან დოვსკი
17 ივნისი 2016 01:12
0
საგიჟეთია :დდ იმედია ერთი თვის მერე არ გვეტყვიან, რომ მოლაპარაკებები რატომღაც ჩაიფუშა, თუ ინვესტორი დაინტერესებულია კლუბის მფლობელობაში აყვანით და ეს ასე არ მოხდა მაშინ კლუბის ხელმძღვანელობამ ან მერიამ ძალიან ბევრი აიღო საკუთარ თავზე. იმედია ასე არ მოხდება
kor
16 ივნისი 2016 20:50
0
ძალიან მიხარია გორის დილასთან ინვესტორების გამოჩენა და დარწმუნებული ვარ,რეგიონისა და მერრიის ხელმძღვანელობა გუნდის უფროსობასთან ერთად ყველაფერს გაააკეთებს - მათთან საკითხის ბოლომდე მისაყვანად.აბა თქვენ იცით ბატონებო,გაგვახარეთ გორელები,არ დაიშუროთ ძალა და ენერგია ებრაელი მეგობრების დასაინტერესებლად.იქნებ ერთხელ და სამუდამოდ ეშველოს გ ო რ ი ს დ ი ლ ა ს,გისურვებთ ბატონებო წარმატებებს.
გივი გაგნიძე
16 ივნისი 2016 16:17
0
ვფიქრობ დილას საქმეში ცენტრალური ხელისუფლება და ფედერაცია თუ არ ჩაერთო და არ მოაგვარა პრობლემები კლუბის არსებული მენეჯმენბი საერთოდ არაა დაინტერესებბული კერძო მეპატრონის მოსვლით - პირიქით
სხვა რაკურსი
16 ივნისი 2016 16:09
0
ფეხბურთის მიმართ მიდგომა ძირშივე მცდარია, სახელმწიფო არ უყურებს ფეხბურთს როგორც ქვეყნის საიმიჯო გრძელვადიან პროდუქტს, ერთადერთი რაც ამოძრავებთ (ყველა მთავრობას უკლებლივ) არის მოკლევადიანი დადებითი განწყობების შექმნა ანუ თუ ნაკრები იგებს მაშინ ხალხი ბედნიერია და თუ ხალხი ბედნიერია მაშინ ის მთავრობას უფრო მაღალი ალბათობით დაუჭერს მხარს. რაც შეეხება გრძელვადიან ხედვას და მიდგომას, ასეთი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ გლაზგოში ვიმყოფებოდი და საქართველოს ხსენებაზე მხოლოდ შოთა არველაძე ახსენდებოდათ, რომელიც რეინჯერსში თამაშობდა და დაამახსოვრა თავი აქაურებს. ანუ ქვეყანა თუ გინდა რომ იცოდნენ ბევრი შოთა არველაძე და კახი კალაძე უნდა გაზარდო, რომელიც ქვეყნის საიმიჯო პროდუქტი ხდება. რომ გაიგებს რომელი ქვეყნიდანაა მისი კერპი ფეხბურთელი, დაანტერესებს გასინჯოს ქართთული ღვინოც და იყიდოს ქართული პროდუქტიც. მერე მოინდომებს ჩავიდეს და დაათვალიეროს ის ქვეყანა სადაც მისი კერპი გაიზარდა და ა.შ. ასე თუ შევხედავთ მაშინ თითოეული თეთრი რომელიც ფეხბურთში იდება არის უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე მარუნ5 ან რობი უილიამსი, რომელთა სტუმრობა ქართველების გარდა მაინც ვერავინ გაიგო. კერძო ინვესტორს თავისი მოკლე ვადიანი მიზნები აქვს, ის ჩადებს ორ კაპიკს, გაიყვანს გუნდს თასებზე, აიღებს იქ ფულს და მერე ფეხბურთებსაც მიაყიდის. წლიური მოგება 10-20% ზე მეტი გამოუვა, ბანკში რომ დადოს 2-3% ზე მეტს ვერ მიიღებს.
Vato
16 ივნისი 2016 16:00
0
ამდენი საბიჯუჯეტო ტანხები ხო აითვისეს გორის დილაში, ამ ბოლო ხუტი წლის მანძილზე ალბატ 20 მოლიონი. გორის ფეხბურთისთვის არაფერი გაგიკეთებიათ. სავარჯიშო მინდორი არ გვაქვს, ფეხბურთელები ვინც გყვავდენენ იმანთას შეაჯავრეთ ფეხბურთი და ბევშცებსაც აგარ უნდათ თამაში დუბლების იქიტ შანსს არ აძლევთ.უნდა რაგაც მექანიზმი დავიტოვოთ მართვისო. ხო მაა გადგყვებიან თან. თავის ფულსაც ეგრე უპრაგონოთ აგათვისებინებენ.გორის დილას უნდა მოაშოროთ ხელმძღვანელობა თავის უნიჯო მწვრთნელიანათ . 8000 (ათას)ლარეზ ნაკლები ხელფასი არც ერთს არ აქვთ.ექნებათ ვალები მა რა იქნება ამათ სუ კიდიათ გორის ფეხბურთი.
dila
16 ივნისი 2016 15:46
0
...
თუ ეს საქმე გამოვიდა ყოჩაღ დილას ხელმძღვანელებს, თუ გააქციეს ინვესტორი მაშინ პასუხისმგებლობა მოუწევთ
პლატონიჩი
16 ივნისი 2016 12:32
0
კერძო ინვესტიციები მისასალმებელია მსოფლიოს ყველა დიდი კლუბი სააქციო საზოგადოებაა ან დიდი ბიზნეს ჯგუფის მფლობელობაშია. რა კონტროლის მექანიზმი რა სისულელეა აცალონ ხალხს ეგება კარგს აკეთებენ თორე ასე ერთ წრეზე ვიტრიალებთ რაც შეეხება ფეხბურთელებს აუცილებლად ახალგაზრდა ბიჭები უნდა მოიძიონ მთელი საქართველოდან და მიცენ შანსი ხელფასიც ნაკლები იქნება და უკეთესად თუ არა უარესად ნამდვილად არ ითამასჰებენ და რაც მტავარია გუნდში ყველა პოზიციაზე უნდა მუშაობდეს პროფესიონალი შესაბამისი კვალიფიკაციის და დიპლომის მქონე და არა ვიგაცის ძმაკაცი ან კაი ქალაქელები
gorii
16 ივნისი 2016 12:12
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული