კახა კაჭარავა: "ცხინვალში" ახალი გუნდი უნდა ავაშენოთ!

AutoSharing Option
"ცხინვალი" ახალი სეზონისთვის სამზადისს 20 ივნისს იწყებს. კახა კაჭარავას გუნდი არაერთმა ფეხბურთელმა დატოვა. ამის მიუხედავად, ცხინვალელთა დამრიგებელი იმედიანადაა და მიიჩნევს, რომ "ცხინვალი" ყველა ქართული გუნდისთვის ანგარიშგასაწევი ძალა იქნება.

მომავალ სეზონშიც იგივე მოხდება, რაც უწინაც არაერთხელ მომხდარა - კაჭარავას ახალი გუნდის აშენება მოუწევს. ამის მიუხედავად, გამოცდილი მწვრთნელი გარდამავალ ჩემპიონატში აუტსაიდერობას არ აპირებს...

- ახალი სეზონისთვის სამზადისს 20 ივნისს დავიწყებთ. მართალია, უცხოურ შეკრებაზე ვერ მივდივართ, მაგრამ ყველანაირად ვეცდებით, საქართველოში ნაყოფიერად მოვემზადოთ. ბევრი გუნდი 15-20 ივნისს იწყებს მომზადებას და ვეცდებით, მათთან ვითამაშოთ ამხანაგური
შეხვედრები.

- რომელმა ფეხბურთელებმა დატოვეს "ცხინვალი"?
- გუნდიდან წავიდნენ კაკუბავა, ივანიშვილი, ლეკვთაძე და გორგიაშვილი. კარგად მესმის ამ ფეხბურთელების. ისინი ისეთ გუნდებში აგრძელებენ თამაშს, რომლებიც ევროთასებზე გავიდნენ. ამ ფეხბურთელებს სურდათ გუნდში დარჩენა, მაგრამ... მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ამ ბიჭებს იმისთვის, რაც გააკეთეს "ცხინვალისთვის". თითოეულ მათგანს კარიერაში მხოლოდ წარმატებას ვუსურვებ.

- ახალ ფეხბურთელებს იმატებთ?
- რა თქმა უნდა, ახალწვეულები იქნებიან. შეიძლება, ფეხბურთელმა ვერ შეძლოს თავისი შესაძლებლობების გამოვლენა ერთ კლუბში და გამოავლინოს მეორეში. საკუთარ თავზე ლაპარაკი არ მიყვარს, მაგრამ ფაქტია - ყოფილან ფეხბურთელები, რომლებიც "ჩამოუწერიათ", მაგრამ ჩემს ხელში სხვანაირად ათამაშებულან.

- როგორია "ცხინვალის" ფინანსური მდგომარეობა?
- შეიძლება, ვიღაცაზე უკეთ ვიყოთ, ან ვიღაცაზე უარესად. ვეცდებით, ბრძოლისუნარიანი გუნდი გავაკეთოთ, ანუ ისეთი, რომ არავისთვის იყოს ხელწამოსაკრავი მეტოქე და მჯერა, ასეც იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მერე პოტიდან 20 წლის პრესპსკტიული გაუჰვეს .დებიუტჰი 3 გოლიც გაიტანა.პატრონი არ კავდა და გაუჰვეს.მიხედე კახა მაგარი ფეხბურტელი დადგება. კვარა. ტამაჰები ვნახე კველა მაგისი და რატომ არ უზახებენ არ მესმის
0

სიახლეები პოპულარული