სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს
კლუბმა ვერ შეძლო ძირითადი შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება. ფეხბურთელები ისეთ კლუბებში გადავიდნენ, რომლებიც საქართველოს პრესტიჟს ევროთასებზე დაიცავენ. თუ ასე გაგრძელდა და "ცხინვალის" ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ადვილი შესაძლებელია, რომ გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს და კახა კაჭარავას ახალი შემადგენლობის შეკოწიწება მოუწიოს.
როგორც
"ცხინვალი" რომ საქართველოსთვის რიგითი გუნდი არ არის, ეს ცხადზე ცხადია და ისიც ნათელია, რომ გუნდს სოლიდური შევსება დასჭირდება. მართლაც, ძალიან რთული იქნება გუნდიდან წასული ლევან კაკუბავას, თორნიკე გორგიაშვილის, ირაკლი ლეკვთაძისა და გიორგი ივანიშვილის შეცვლა. ეს ფეხბურთელები გასულ სეზონში კაჭარავას გუნდის ლიდერები იყვნენ. ალბათ, ისინი სიამოვნებით დარჩებოდნენ კლუბში, შესაბამისი ფინანსური პირობები რომ ყოფილიყო.
ვიცით, რომ კაჭარავას ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, მაგრამ საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში ასეთი გუნდით "ცხინვალს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.
გამოცდილი ფეხბურთელის მოსაყვანად კი ფინანსებია საჭირო.
როგორც შევიტყვეთ, "ცხინვალისა" და ებრაული მხარის მოლაპარაკებას შემაფერხებელი გარემოებებიც ახლავს, თუმცა, იმედია, აქაც, ისევე, როგორც გორში, ყველაფერი კარგად დასრულდება და საქართველოს ჩემპიონატში, "დილასა" და "ცხინვალის" სახით, ფინანსურად წელგამართული ორი გუნდი იქნება.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"