ებრაელ ბიზნესმენებს, გორის "დილას" გარდა, "ცხინვალიც" აინტერესებთ

AutoSharing Option
როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ებრაული ბიზნესწრეები საქართველოს ჩემპიონატის კიდევ ერთი კლუბით, "ცხინვალით" დაინტერესდნენ. გორის "დილას" შემდეგ ესეც ფრიად სასიამოვნო ამბავია. მით უმეტეს, "ცხინვალის" დღევანდელ ფინანსურ მდგომარეობას იდეალური ნამდვილად არ ეთქმის.

სერიოზული ამბავი: გორის "დილას" შეძენა სოლიდურ ებრაულ ბიზნესჯგუფს სურს

კლუბმა ვერ შეძლო ძირითადი შემადგენლობის ბირთვის შენარჩუნება. ფეხბურთელები ისეთ კლუბებში გადავიდნენ, რომლებიც საქართველოს პრესტიჟს ევროთასებზე დაიცავენ. თუ ასე გაგრძელდა და "ცხინვალის" ფინანსური მდგომარეობა არ გაუმჯობესდა, ადვილი შესაძლებელია, რომ გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვოს და კახა კაჭარავას ახალი შემადგენლობის შეკოწიწება მოუწიოს.

როგორც
ვწერდით, ებრაული ბიზნესწრეების ინტერესი ქართული ფეხბურთისადმი "ცხინვალით" არ ამოიწურება. მათ გორის "დილას" პატრონობაც სურთ და საამისოდ უკვე აწარმოებენ მოლაპარაკებას სამხარეო ხელისუფლებასთან.

"ცხინვალი" რომ საქართველოსთვის რიგითი გუნდი არ არის, ეს ცხადზე ცხადია და ისიც ნათელია, რომ გუნდს სოლიდური შევსება დასჭირდება. მართლაც, ძალიან რთული იქნება გუნდიდან წასული ლევან კაკუბავას, თორნიკე გორგიაშვილის, ირაკლი ლეკვთაძისა და გიორგი ივანიშვილის შეცვლა. ეს ფეხბურთელები გასულ სეზონში კაჭარავას გუნდის ლიდერები იყვნენ. ალბათ, ისინი სიამოვნებით დარჩებოდნენ კლუბში, შესაბამისი ფინანსური პირობები რომ ყოფილიყო.

ვიცით, რომ კაჭარავას ეხერხება ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობა, მაგრამ საქართველოს გარდამავალ ჩემპიონატში ასეთი გუნდით "ცხინვალს" უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნება ძალიან გაუჭირდება.

გამოცდილი ფეხბურთელის მოსაყვანად კი ფინანსებია საჭირო.

როგორც შევიტყვეთ, "ცხინვალისა" და ებრაული მხარის მოლაპარაკებას შემაფერხებელი გარემოებებიც ახლავს, თუმცა, იმედია, აქაც, ისევე, როგორც გორში, ყველაფერი კარგად დასრულდება და საქართველოს ჩემპიონატში, "დილასა" და "ცხინვალის" სახით, ფინანსურად წელგამართული ორი გუნდი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 14 /
Guadua - აიაქსი და სხვა ჰოლანდიური გრანდები ზუსად ფეხბურთელების ტრანსფერრებით არიან დაკავებულები და რა არ მოგწონს მათ თამშში, მშვენივრად ყავთ ევროსარბიელზე მოასპარეზე ძლიერი გუნდები :) ან ეს 10 გუნდიანი ჩემპიონატი რით არ მოგწონს, ისეთი პატარა ქვეყნისათვის როგორიც ჩვენ ვართ 16 და მეტი გუნდი ფუფუნებააცა და ზედმეტიც :)
Eric cantona
10:27 17-06-2016
0
რაც არ იცით რატომ წერთ, ვინ არაკაცმა მოიგონა რომ დილას ხემძღვანელობას არ უნდათ სპონსორები, პირიქით ყველა ღონეს ხმარობენ რომ ვინმე დააინტერესონ.
მგელი.
20:28 16-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული