გუგა ფალავანდიშვილი წავიდა - გორის "დილა" ფეხბურთელებისგან იცლება

AutoSharing Option
დღეს ზუსტად გვეცოდინება იმ ფეხბურთელთა ვინაობა, რომლებიც ევროპალიგაზე გორის "დილას" ღირსებას დაიცავენ. "დილა" ევროპალიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე განთესილთა შორისაა, მაგრამ საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ გორული კლუბი ბევრი გუნდისთვის სასურველი მეტოქე იქნება...

ადრე ვივარაუდეთ, რომ თუ "დილაში" ფინანსური მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლებოდა, გუნდს რამდენიმე ლიდერი დატოვებდა. როგორც ჩანს, ეს პროცესი უკვე დაიწყო. ჩვენი ინფორმაციით, "დილა" უკვე დატოვა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ფეხბურთელმა, ნახევარმცველმა გუგა ფალავანდიშვილმა.

ბოლო დროს ამ 22 წლის საყრდენის გარეშე გორული გუნდის წარმოდგენა, პრაქტიკულად,  შეუძლებელი იყო. ფალავანდიშვილი "გაგრას" საფეხბურთო სკოლის
აღზრდილია. ამ გუნდის გარდა, მას თბილისის "დინამოს" დუბლშემადგენლობაშიც უთამაშია. კახა ცხადაძის დროს დებიუტი ჰქონდა საქართველოს ნაკრებშიც.

როგორც "დილას" მწვრთნელმა უჩა სოსიაშვილმა გვითხრა, ფალავანდიშვილი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

დღეს, 17 ივნისს უნდა გაირკვეს საბოლოოდ, დაეხმარება თუ არა "დილას" ევროთასებზე ორი გამოცდილი ფეხბურთელი - ფორვარდი ოთარ მარცვალაძე და მცველი დავით კვირკველია.

გადაწყვეტილია, რომ ისინი გუნდს ტოვებენ, ოღონდ უნდა დაზუსტდეს - ევროთასების შემდეგ მოხდება ეს თუ მანამდე. კვირკველიას ბათუმის "დინამო" ელის, მარცვალაძე კი, ჩვენი ინფორმაციით, ერთ-ერთი უცხოური კლუბის ვარიანტს განიხილავს.

ამ დროისთვის კვლავ აქტუალურია გორულ კლუბში ებრაელი ბიზნესმენების მისვლის თემა, მაგრამ ფაქტია - სანამ ეს მოხდება, ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან ჭირს. დღევანდელობა თავისას მოითხოვს და ვერავის დაავალდებულებ, მიზერულ ხელფასზე ითამაშოს.

და ერთიც - თუ ინვესტორი არ გამოჩნდა, თავისუფლად შეგვიძლია "დილა" ეროვნული ჩემპიონატის აუტსაიდერთა რიგებს მივაკუთვნოთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 13 /
წარმატება ყველა იმ ფეხბურთელს რომელიც ეცადა დარჩენილიყო დილაში დაეცვა დილას ღირსება, მაგრამ ამ სიტუაციაში არავინ გაამტყუნოს, დიახ რომ უნდა წავიდნენ და უკეთესი გარანტიები ქონდეთ, ჩემი აზრით საერთოდ არც უნდა გავიდეთ არც ევროთასებზე და არვ ჩემპიონატზე და დაინახოს ყველამ რა უსუსური მთავრობაა. გუნდი თუ დაიშლება რა ებრაელი ჩადებენ ფულს როდის იყო დუბლ შემადგენლობაში ვინმე ფულს დებდა ვის ატყუებთ და აბოლებთ 1 წელია ვიღაც ბიზნესმენებზე საუბრობთ და ვერ შეუთანხმდით ვითომ
0
torpeodoom daiwyoo i da sxva mravali
bogma xalxi :DDD
11:36 17-06-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული